მედია პროფილები

აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული

(+995 32) 2 97 01 70

PIA

საინფორმაციო სააგენტო პირველი 2006 წლის ნოემბერში დაარსდა და იგი ქართული ოცნების დეპუტატის ანი მიროტაძის სახელს უკავშირდება. 2010 წელს შპს„პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი ლევან მიროტაძე იყო, 2013 წელს სააგენტო ხვიჩა სექანიაზე იყო გაფორმებული, ხოლო 2014 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი ტიკარაძეა.

PiA-სთან შემდეგი გამოცემებია დაკავშირებული: Daijesti.ge, rubrica.ge, funtime.ge.

სააგენტოს 2015 წელს საბიუჯეტო კონტრაქტებიდან 80 236 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2014 წლის 13 ნოემბერი - დღემდე - დიმიტრი ტიკარაძე 100%

2013 წლის 23 აგვისტო - ხვიჩა სექანია 100%

2011 წლის 17 იანვარი - ლევან მიროტაძე 25%, თამარ გოშუა 25%, სიმონი მიროტაძე 50%

2010 წლის 1 აპრილი - ლევან მიროტაძე 100%

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
201768 859 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201688 699 ლარი
201580 236 ლარი

 

სააგენტო დაფინანსებულ მასალებს სარედაქციო მასალებისგან არ მიჯნავს.

MDF-ის კვლევა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის, 2015

  • დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედია საშუალებები უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებენ. ასეთი კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ. რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.