მედია პროფილები

მემედ აბაშიძის #41, ბათუმი 6010

+ 995 422 274370

+ 995 422 274382

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2013 წლის 25 დეკემბერს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე და 1987 წელს დაარსებული აჭარის ტელე-რადიო კომპანიი ბაზაზე შეიქმნა.  

ტელეკომპანიის მმართველობას მრჩეველთა საბჭო და გენერალური დირექტორი ახორციელებენ.

მრჩეველთა საბჭო 5 წევრისაგან შედგება, რომელთა შერჩევა ღია კონკურსის წესით ხდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების (ოპოზიციის) არანაკლებ ერთი მეოთხედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს.

მრჩეველთა საბჭო განსაზღვრავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შინაარსობრივი ვალდებულებები ვრცელდება. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანოები არიან: ა) მრჩეველთა საბჭო; ბ) გენერალური დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით.