სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა” 2000 წელს ფოთში დაფუძნდა. არხი კერძო/საერთო ტეემაუწყებლობის ლიცენზიით (B27) სარგებლობს და ფოთსა და მიმდებარე ტერიტორიებს - სენაკი, ჩხოროწყუ, გალი, ზუგდიდი, ლანჩხუთი - ფარავს.
„მეცხრე ტალღა“ ადგილობრივი რადიოსადგურის - რადიო „ჰარმონიის“ 68%-იან წილს ფლობს.
თავად შპს ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ მფლობელები მამუკა თოდუა (67%) და გელა ჟვანია (33%) არიან.
მამუკა თოდუა 2005-2006 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2013 წლის შუა რიცხვებამდე ჟვანია და თოდუა მათი კუთვილი კომპანია შპს „ინფოვესტის“ საშუალებით ფლობდნენ ტელეკომპანია „სამეგრელოსაც“,რომელსაც ლიცენზია ჩამოერთვა.