სამაუწყებლო კომპანია “გურია” 1991 წელს ოზურგეთში დაფუძნდა. არხი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას (B22) ფლობს და გურიის რეგიონში მაუწყებლობს.
ტელეკომპანია „გურია“ „მზერა-TV“-ისა (51%) და ხათუნა სიორიძეს (49%) ეკუთვნის. „მზერა TV“-ის აქციათა მფლობელი ყოფილი პარლამენტარის (2004-2008) ვანო ჩხარტიშვილის ვაჟი მიხეილ ჩხარტიშვილია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, მიხეილ ჩხარტიშვილის საკუთრებაშია „სმარტ კაპიტალ ჯორჯია“ და „სმარტ ინვესთმენთი“. ის და მისი და - ნათია ფლობდნენ აგრეთვე „სმარტ გრუპს“, რომელიც ამჟამად პანამური Pasquino Management-ის საკუთრებაა.