2017 წლის 28 იანვარი- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი 100%
2012 წლის 23 ივლისი - ბერა ივანიშვილი 100%
2012 წლის 5 ივნისი - ვლადიმერ შენგელაია 100%
ტელეკომპანია GDS 2012 წლის ივნისში დაფუძნდა, თავდაპირველად შპს ვტვ-ს სახელწოდებით. მისი 100%-იანი წილის მფლობელი იმ ხანად ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ტექნიკური დირექტორი ვლადიმერ შენგელია იყო. 1 თვეში არხმა სახელწოდება და მფლობელი ერთდროულად შეიცვალა. GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილი გახდა.
არხმა მაუწყებლობა ნოემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად GDS სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობდა, თუმცა 2015 წელს ლიცენზიის მოდიფიცირების შედეგად საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოების უფლება მოიპოვა.
ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა 20/30 გავიდა, რომელსაც თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პროგრამის მიზნად მოსახლებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და რუსთავი 2-ის პროპაგანდის განეიტრალება დაასახელა.
ივანიშვილის ოჯახი, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე 2012 წლიდან ტელეკომპანია “მეხრე არხში” 80% წილს ფლობდა. არხი არჩევნებიდან 8 თვეში დაიხურა.
2017 წლის 28 იანვარს GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი (ინა გუდავაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ტელეიმედის მფლობელი ) გახდა;
TVMR საქართველოს 2015 წლის მონაცემებით, GDS სატელევიზიო რეიტინგებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემდეგ მოდის და მეხუთე ადგილზეა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით კი, სარეკლამო ბაზრის 1,6 %-ს ფლობს. 2015 წელს არხს დაახლოებით 443 742 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული საბიუჯეტო რეკლამის განთავსებისთვის.GDS საბიუჯეტო რეკლამის მიღების მხრივ რუსთავი 2-ისა და იმედის შემდეგ მესამე ადგილზეა.
2017 წლის 28 იანვარი- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი 100%
2012 წლის 23 ივლისი - ბერა ივანიშვილი 100%
2012 წლის 5 ივნისი - ვლადიმერ შენგელაია 100%
წელი | მთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებით | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 19 000 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) | |
2016 | 2 893 344 ლარი | 117 952 ლარი |
2015 | 1 888 244,98 ლარი | 443 742 ლარი |
სატელევიზიო არხის GDS-ის ეთერში ახალ ანალიტიკური გადაცემა 20/30-ის დაანონსებისას, რომელსაც საწყისს ეტაპზე თავად უძღვებოდა, ივანიშვილმა ტელეპროექტის მიზნად მოსახლებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და რუსთავი 2-ის პროპაგანდის განეიტრალება დაასახელა.
ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა საუბედუროდ დომინირებს მედია სივრცეში, სხვა მედია საშუალებებიც მას მხარს უბამენ და მოსახლოებას ძალიან უჭირს რეალობის გაგება, ჩემი აზრით, კვირის პროექტს, მათ შორის და „20/30“-ის ყოველდღიურ გადაცემებს, შეუძლია მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია და სწორი აქცენტები მიაწოდონ მოსახლოებას… მოსახლოებას უნდა ჰქონდეს იმის გაგება, რომ კარგად გაერკვეს მომავალ არჩევნებში, ვის შეიძლება მან მხარი დაუჭიროს, მედია ანალიზს ამაში აქვს უდიდესი როლი, ეს პროექტიც [გადაცემა „20/30“] სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზი მივაწოდოთ, რომ კარგი არჩევანი გააკეთონ არჩევნების დროს“.