2019 წლის 3 სექტემბერი- დავით კეზერაშვილი -51 %, მიხეილ მშვილდაძე-12.25%, ირაკლი საღინაძე-12.25%, ზურაბ გუმბარიძე-12.25% და გიორგი ლიფონავა-12.25%;
მედია პროფილები

ფორმულა
ტელეკომპანია 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 25%-იან წილებს ფლობდნენ მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა.
2019 წლის 3 სექტემბრიდან , კომპანიის საკონტროლო პაკეტს- 51%-ან წილს დავით კეზერაშვილი ფლობს,რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო. დარჩენილი წილი 49 % კი თანაბრად (12.25%) ნაწილდება მესაკუთრეებს (მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა) შორის.
ტელეკომპანია ,,ფორმულამ” მაუწყებლობა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. არხი საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას ფლობს. არხის ყურება მაყურებელს შეუძლია როგორც ე.წ. სახლის ანტენებით, ასევე ე.წ. საკაბელო ტელევიზიებით. „ფორმულა“ განთავსდება ასევე myvideo.ge-სა და სილქნეტის ქსელში.
ტელეკომპანია ,,ფორმულას” დაარსება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას მოჰყვა.
“რუსთავი 2”-დან წასული თანამშრომლების ნაწილი ტვ ფორმულაშია დასაქმებული.