მედია პროფილები

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი # 40 მე-2 სართული

+995 592-94 02-22

+995 597 005 005

ექსპრესნიუსი

საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი (epn.ge) 2009 წლის 14 მაისს შპს ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსის სახელით დარეგისტრირდა. მისი წილების 50-50 პროცენტი ნიკოლოზ ჩხარტიშვილსა და ირაკლი მანაგაძეს ეკუთვნის. ირაკლი მანაგაძე ასევე ფლობს  შპს შპს პირველი ნიუსი-საქართველოს (1news.ge) 100% წილს.

საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2012 ინტერნეტ სივრცეში ჩაეშვა ინტერნეტგამოცემა www.argumenti.ge, 2013 წელის კი ეკონომიკური პორტალი „ეკონომიკი“ (www.economic.ge).

საგენტოს პარტნიორები არიან: www.apsny.ge, რადიო „პოზიტივი“, ტელეკომპანია „კავკასია“, ტელეკომპანია „ობიექტივი“ და გამოცემა „ჯორჯიან თაიმსი“ .

ექსპრესნიუსს 2015 წელს საბიუჯეტო რეკლამის სახით 35 392 ლარი აქვს მიღებული.

2009 წლის 14 მაისი - დღემდე - ნიკოლოზი ჩხარტიშვილი - 50%, ირაკლი მანაგაძე 50%

წელისაბიუჯეტო შემოსავლი
201742 705 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201634 258 ლარი
201535 392 ლარი