მედია პროფილები

დავით ბაქრაძის ქუჩა № 6, თბილისი 0119

(+9955790) 830–700

საქინფორმი

შპს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. საქინფორმი საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო სააგენტო იყო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა, 2004 წლიდან კი გაუქმდა.  საქინფორმის სახელწოდებით სააგენტო 2010 წლიდან აღდგა.

საქინფორმი ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები)დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.

დამოუკიდებლობა.com-ს თანახმად, “საქინფორმის” დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც Geworld.ge-საც ფლობს. მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ანტიდასავლური განწყობები“ თანახმად, გამოცემა მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ხშირად ეყრდნობა რუსუ­ლენოვან მედია წყაროებს.

2016 წელს საქინფორმის ვებ-პორტალზე 34 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გამოქვეყნდა, საიდანაც 19 ჰომოფობიური შინაარსის იყო. თურქოფობიულ შეფასებებში რუსეთის თურქეთის საპირწინედ წარმოჩენა და ყარსის ხელშეკრულებაზე დაუსაბუთებელი აპელირება ხდებოდა.

2013 წლის 2 აპრილი - დღემდე - არნო ხიდირბეგიშვილი 100%

MDF-ის კვლევა: ანტიდასავლური განწყობები, 2014-2015

  • ანტიამერიკული განწყობები (17) ყველაზე მძაფრად სწორედ ინტერნეტ-პორტალ „საქინფორმზე“ იყო წარმოდგე- ნილი, რომელიც სარედაქციო შეფასებების გარდა, როგორც ჩვენ „ქართულ მედიაში რუსული პროპაგანდის“ თავ- ში ვნახეთ, ხშირად ეყრდნობოდა ღია რუსულ წყაროებს და თავადაც გვევლინებოდა დეზინფორმაციის წყაროდ. უკრაინის მოვლენების ინსპირატორად აქაც დასავლეთი იყო წარმოდგენილი (11), იმის საილუსტრაციოდ, რომ უკ- რაინასა და საქართველოში განვითარებული მოვლენები არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხის არჩევანი არ იყო, ხშირად კეთდებოდა დაუსაბუთებელი მითითება პოლიტიკური ლიდერების „უცხო“ იდენტობაზე [ეთნიკური, რელიგიური]. დასავლეთის ჰომოსექსუალობის თავსმომხვევად (9) და მართლმადიდებლობასთან მებრძოლად (6) წარმოჩენა აღნიშნულ პლატფორმაზეც ხდებოდა. „საქინფრომი“ პერმანენტულად ახდენდა ევროატლანტიკუ- რი ინტეგრაციის საფრთხეებთან, მათ შორის ტერიტორიების დაკარგვასა და თურქეთის ექსპანსიასთან გაიგივებას (5), ასევე რეგიონული ენების ქარტიისა (4) და რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის (2) ხიფათებთან ასოცირებას (იხ. გვ. 18). ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ეკონომიკის განადგურებად და რუსეთის ბაზრის დაკარგვის პერსპეტივად იყო დასახული (6). არასამთავრობოებისა (2) და ჯორჯ სოროსის მიმართ (2) გა- მოთქმული და სხვა ტრადიციული შეფასებების (17) გარდა, „საქინფორმში“ ვხვდებით გზავნილს, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად არის ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანი (1). 

საქინფორმი ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები)დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.

დამოუკიდებლობა.com-ს თანახმად, “საქინფორმის” დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც Geworld.ge-საც ფლობს. მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ანტიდასავლური განწყობები“ თანახმად, გამოცემა მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ხშირად ეყრდნობა რუსუ­ლენოვან მედია წყაროებს.

2016 წელს საქინფორმის ვებ-პორტალზე 34 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გამოქვეყნდა, საიდანაც 19 ჰომოფობიური შინაარსის იყო. თურქოფობიულ შეფასებებში რუსეთის თურქეთის საპირწინედ წარმოჩენა და ყარსის ხელშეკრულებაზე დაუსაბუთებელი აპელირება ხდებოდა.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.