მედია პროფილები

ანტი-პარადოქსი

ანტი-პარადოქსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი გვერდია, რომელსაც 45 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. გვერდს კატეგორიაში „ჩვენ შესახებ’’ არ აქვს მითითებული პირადი ინფორმაცია, უცნობია მისი ავტორების ვინაობაც. ანტი-პარადოქსი ძირითადად აქვეყნებს ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. გვერდი აქტიურად იყენებს სიძულვილის ენას სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. 2017 წლის 17 მაისის წინაპერიოდში ის აქვეყნებდა ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისკენ წამქეზებლურ მოწოდებებს. გვერდი ასევე ავრცელებს ფოტო/ტექსტუალურ მანიპულაციებსა და დეზინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ანტი-პარადოქსის ფეისბუკ გვერდზე 2017 წლის 21 აპრილისთვის მოხდა ღონისძიების ორგანიზება, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გასაპროტესტებელი აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას და ორბანის პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. გამოცემა კონტრაქციაზე დასასწრებად იწვევდა “ყველა ეროვნულ, ანტილიბერალური პოზიციის მქონე ადამიანს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ უნგრეთის ეროვნულ, ანტილიბერალურ პოლიტიკას.” ანტი-პარადოქსის დაგეგმილ კონტრაქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ძირითადად იყვნენ პარტია „ქართული იდეის’’ და „თავისუფალი თაობის’’ წარმომადგენლები.