მედია პროფილები

ქიქოძის ქ #12, თბილისი

+995 32 93 44 05

დრო

ტელეკომპანი “დრო”, რომელიც “ხარისხის არხის” სახელით არის რეგისტრირებული, 2013 წელს დაფუძნდა. მისი ამჟამიდნელი მფლობელები არიან ელენე მელქაძე 5%, გიორგი ასათიანი 36%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 6%, მარინა მეფარიშვილი 4%, მალხაზ გულაშვილი 35%. მალხაზ გულაშვილმა, რომელიც  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია, კომპანიის 25%-იანი წილი 2014 წელს ავთანდილ სოლოღაშვილისგან საჩუქრად მიიღო.

მალხაზ გულშვილის სახელი 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.  „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებმა ერეკლე დეისაძის წიგნი “საიდუმლო სირობა” გააპროტესტეს, რაც “კავკასიის” პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირებაში  გადაიზრადა. პოლიციამ მოძრაობის წევრები დააკავა, მალხაზ გულაშვილი კი, რომელიც ინცინდენტში მონაწილეობდა, ცხინვალის გავლით რუსეთში გადავიდა. 2011 წელს აღნიშნული ინციდენტის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო სამართალდამცავებმა ის საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს და ერთი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

ტელეკომპანია „დრო“ HD ხარისხით მაუწყებლობს და ვრცელდება როგორც საკაბელო ქსელით, ისე თანამგზავრით.

2014 წლის 24 სექტემრბიდან - დღემდე - ელენე მელქაძე 5%, გიორგი ასათიანი 36%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 6%, მარინა მეფარიშვილი 4%, მალხაზ გულაშვილი 35%

2014 წლის 6 ნოემბერი - ელენე მელქაძე 15%, გიორგი ასათიანი 26%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 4%, ლაზარე ზაქარიაძე 2%, მარინა მეფარიშვილი 14%, მალხაზ გულაშვილი 25%

2014 წლის 10 მარტი - ელენე მელქაძე 15%, ავთანდილ სოლოღაშვილი 25%, გიორგი ასათიანი 26%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 4%, ლაზარე ზაქარიაძე 2%, მარინა მეფარიშვილი 14%

2013 წლის 30 ივლისი - ელენე მელქაძე 15%, ავთანდილ სოლოღაშვილი 25%, გიორგი ასათიანი 26%, ლევან გიორგაძე 2%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 2%, ლაზარე ზაქარიაძე 2%, გრიგოლ კუნჭულია 14% (საფირმო სახელოდების ცვლილება: შპს „ხარისხის არხი“)

2013 წლის 4 ივნისი - ელენე მელქაძე 26%, ავთანდილ სოლოღაშვილი 25%, გიორგი ასათიანი 26%, ლევან გიორგაძე 5%, ქართლოს ასათიანი 14%, ედიშერ გიორგობიანი 2%, ლაზარე ზაქარიაძე 2% (შპს „ელკო ნავიგატორი“)

2013 წლის 29 მარტი - ელენე მელქაძე 44%, ავთანდილ სოლოღაშვილი 25%, გიორგი ასათიანი 26%, ლევან გიორგაძე 5% (შპს „ელკო ნავიგატორი“)

2012 წლის 24 ოქტომბერი - ელენე მელქაძე 49%, ავთანდილ სოლოღაშვილი 25%, გიორგი ასათიანი 26% (შპს „ელკო ნავიგატორი“)

2012 წლის 18 ივლისი - ელენე მელქაძე 50%, ავთანდილ სოლოღაშვილი 50% (შპს „ელკო ნავიგატორი“)

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარისხის არხის შემოსავალი 2015 წელს 118 806 ლარი იყო.

 ტელეკომპანია ეთნონაციონალისტური პლატფორმით გამოდის.

გადაცემა „სოლიდარობის დროს“ წამყვანი ტატო ლასხიშვილია, რომელიც რუსული პროპაგანდისტული არხის “სპუტნიკის” ქართული ბიუროს ხელმძღვანელია. გადაცემა „უცხოური პრესის დროს“ წამყვანი სიმონ კილაძეა, რომელიც  2006 წელს უცხო ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გადაცემა „ენა, მამული, სარწმუნოებას“ დავით გიორგობიანი უძღვება, რომელიც ID ბარათების წინააღმდეგ გამართული კამპანიის ერთ ერთი აქტიური მონაწილე იყო. გადაცემა “პოლიტიკის დროს” სამი წამყვანი ჰყავს, მათ შორის არიან ვახტანგ მაისაია და მალხაზ გულაშვილი. ვახტანგ მაისაია 2009 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

დამოუკიდებლობა.com: რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, 2015

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: ვის ეკუთვნის ქართული მედია, 2015