2015 წლის 24 ნოემბერი - დღემდე - ლუკა ანთიძე 51%, ოთარ სტეფანიშვილი 49%
2015 წლის 6 მაისი - ოთარ სტეფანიშვილი 100%
ინტერნეტ-პორტალი მარშალ პრესი მედია სივრცეში 2015 წლის 18 თებერვალს გამოჩნდა.
Marshallpress.ge-ს შპს მარშალპრეს.ჯი გამოსცემს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2015 წლის 6 მაისის მონაცემებით, ინფო 9-ის ყოფილი ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი იყო. 2015 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი ოთარ სტეფანიშვილთან (49%) ერთად მფლობელთა შორის ლუკა ანთიძეც (51%) ფიგურირებს.
გამოცემის საიტზე განთავსებულია სტუდია “ანატომიას” გამოძიებების საარქივო მასალა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების შესახებ. უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებ-პორტალებზე - slovo.net.ua და wikileaks-ua.livejournal.com-ზე დაყრდნობით მარშალ პრესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს, რომელთა ავტენტურობის და მოპოვების კანონიერების შესახებ მედია საშუალება არ უთითებს. უკრაინული ვებგვერდები, რომელთაც მარშალპრესი წყაროდ იყენებს, პრორუსული განწყობებით და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან.
მარშალ პრესის პრესკლუბში პრესკონფერენციებს პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის მომხრე ისეთი პირები ატარებენ, როგორიც არის პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს”ლიდერი არჩილ ჭყოიძე, პოლიტოლოგი და მედია-კავშირ “ობიექტივის” მუდმივი რესპონდენტი ჰამლეტ ჭიპაშვილი.
2016 წელს მარშალპრესზე რედაქციის მხრიდან 7 სიძულვილის ენის შემცველი მასალა გამოქვეყნდა, ასევე ფართოდ ხდებოდა იმ რესპონდნეტთა მოსაზრებების ტირაჟირება, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა. რედაქცია არ ემიჯნებოდა სიძულვილის ენის შემცველ მასალებს და უკომენტაროდ ავრცელებდა მათ. 2 ჰომოფობიურ ფოტომანიპულაციასთან ერთად, გამოვლინდა შემთხვევები, როცა რედაქციას ჰომოფობიური შეფასებები მასალის სათაურში გამოჰქონდა, რითაც მის შინაარსს იზიარებდა.
2015 წლის 24 ნოემბერი - დღემდე - ლუკა ანთიძე 51%, ოთარ სტეფანიშვილი 49%
2015 წლის 6 მაისი - ოთარ სტეფანიშვილი 100%
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 3 000 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
გამოცემის საიტზე განთავსებულია სტუდია “ანატომიას” გამოძიებების საარქივო მასალა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების შესახებ. უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებ-პორტალებზე - slovo.net.ua და wikileaks-ua.livejournal.com-ზე დაყრდნობით მარშალ პრესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს, რომელთა ავტენტურობის და მოპოვების კანონიერების შესახებ მედია საშუალება არ უთითებს. უკრაინული ვებგვერდები, რომელთაც მარშალპრესი წყაროდ იყენებს, პრორუსული განწყობებით და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან.
მარშალ პრესის პრესკლუბში პრესკონფერენციებს პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის მომხრე ისეთი პირები ატარებენ, როგორიც არის პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს”ლიდერი არჩილ ჭყოიძე, პოლიტოლოგი და მედია-კავშირ “ობიექტივის” მუდმივი რესპონდენტი ჰამლეტ ჭიპაშვილი.
2016 წელს მარშალპრესზე რედაქციის მხრიდან 7 სიძულვილის ენის შემცველი მასალა გამოქვეყნდა, ასევე ფართოდ ხდებოდა იმ რესპონდნეტთა მოსაზრებების ტირაჟირება, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა. რედაქცია არ ემიჯნებოდა სიძულვილის ენის შემცველ მასალებს და უკომენტაროდ ავრცელებდა მათ. 2 ჰომოფობიურ ფოტომანიპულაციასთან ერთად, გამოვლინდა შემთხვევები, როცა რედაქციას ჰომოფობიური შეფასებები მასალის სათაურში გამოჰქონდა, რითაც მის შინაარსს იზიარებდა.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.