მედია პროფილები

მარშალ გელოვანის 2, თბილისი

+(995) 32 2 38 30 30

რადიო ”ფორტუნა”

რადიო "ფორტუნა" შპს "რადიო ჰოლდინგ ფორტუნა"-ში შემავალი ერთ-ერთი მედია საშუალებაა, რომელმაც მაუწყებლობა 1997 წლიდან დაიწყო. "ფორტუნა" მთელ საქართველოში B63 და B64 ლიცენზიებით FM 106,9-ზე ვრცელდება. რადიოს საერთო მაუწყებლის ლიცენზია აქვს, რაც მას არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის პროგრამებით მაუწყებლობას ავალდებულებს.

ჰოდინგი თავდაპირველად შპს რადიო საქართველოს  სახელით იყო რეგისტრირებული, რომლის მფლობელებიც ზურაბ ჩიგოგიძე და გიორგი ხარატიშვილი იყვნენ. 1997 წლის აგვისტოდან 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხარატიშვილი მესაკუთრეთა შორის აღარ ფიგურირებს, ხოლო 2016 წლის 16 თებერვალმდე წილების კონფიგურაცია ასე გამოიყურებ: გურამ ჩიგოგიძე (33,34%), ზურაბ ჩიგოგიძე - 33.33%, კომპანიის გენერალურ დორექტორი, თამარ ჩიგოგიძე - 33,33%. 

ჰოლდინგში 4 რადიო „არ დაიდარდო,“ „ფორტუნა,“ „ფორტუნა +“ და „ავტორადიოა“ გაერთიანებული. 2015 წელს "ჰოლდინგ ფორტუნას" საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან 58 196 ლარი აქვს მიღებული.

 

2016 წლის 16 თებერვალი - დღემდე გურამ ჩიგოგიძე 33,34%, ზურა ჩიგოგიძე 33,33%, თამარ ჩიგოგიძე 33,33%

1997 წლის 13 აგვისტო - გურამ ჩიგოგიძე 100%

1996 წლის 11 დეკემბერი - ზურაბ ჩიგოგიძე 50%, გიორგი ხარატიშვილი 50%

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
201711 240 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201625 000 ლარი
201558 196 ლარი