მედია პროფილები

ჭავჭავაძის გამზირი #100, თელავი 2200

+(995) 0350 27 39 95

555 03 10 41

ტელეკომპანია ”თანამგზავრი”

ტელეკომპანია „თანამგზავრი“ 1991 წელს დაარსდა.  არხი თელავის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანია კერძო/ საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას (ნომერი B25) ფლობს. 

ტელეკომპანიის მფლობელები მარია გრიშიკაშვილი(40%), დავით მანია (40%) და ენრი კობახიძე (20%) არიან. ტელეკომპანიის მფლობელობა 2012 წლის მარტში შეიცვალა და ზურაბ ქუმსიაშვილი დავით მანიამ ჩაანაცვლა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, “დავით მანია ერთადერთი პარტნიორია, რომელსაც სხვა კომპანიებშიც აქვს წილები. მის მფლობელობაშია ადრე ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის საკუთრებაში არსებული საკონსულტაციო კომპანია „ნკონსალტინგი“.მანია Gruppo Via-სა და „M.D. გრუპის“ დირექტორიცაა. ამ ორი კომპანიის წილთა სრული მესაკუთრეა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავა. ლევან ქარდავას მეუღლე მაკა მანია და დავით მანია ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი სოხუმში, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისინი და-ძმა არიან”.

2014 წლის 7 მაისი - დღემდე - მარია გრიშიკაშვილი 40%, დავით მანია 40%, ენრი კობახიძე 20%

2012 წლის 14 მარტი - მარია გრიშიკაშვილი  40%, ვლადიმერ ახალმოსულიშვილი 20%, დავით მანია 40%

2000 წლის 26 დეკემბერი - ზურაბ ქუმსიაშვილი 40%, მარია გრიშიკაშვილი 40%, ვლადიმერ ახალმოსულიშვილი 20%

1996 წლის 26 მარტი - ზურაბ ქუმსიაშვილი 40%, ელდარ გრიშიკაშვილი 40%, ვლადიმერ ახალმოსულიშვილი 20%

1991 წლის 31 მაისი -  დაფუძნება - ზურა ქუმსიაშვილი 40%, ელდარ გრიშიკაშვილი 40%, ვანო ახალმოსულიშვილი 20%

წელისაერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავლები
201539 034 ლარი1 176 ლარი