Newshub ახალი ამბების სააგენტო “პირველის” (Pia.ge) ახალი სახელწოდებაა, რომელიც საჯარო რეესტრში 2006 წლის სექტემბრიდან შპს “პირველის” სახელით არის რეგისტრირებული თავდაპირველად შპს „პირველის“ 100%-იან წილს ლევან მიროტაძე ფლობდა, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა ანი მიროტაძე, რომელიც 2012-2016 წლებში “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
ამჟამად შპს “პირველის” (იგივე NewsHub) 100%-იანი წილი შპს მედია ჰაბ სეილჰაუსს ეკუთვნის, რომლის მფლობელიც, თავის მხრივ, ილია მიქელაიშვილია. 2024 წელს განხორციელებულ ცვლილებებამდე შპს პიას 100% წილის მფლობელი დიმიტრი ტიკარაძე იყო, რომელიც კომპანიების: შპს “ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯიას” და შპს “ედმიქსერ ჯის 40-40%-იანი წილის მფლობელია. ის, ასევე, შპს “საინფორმაციო პორტალი რუბრიკის” დირექტორი და საქველმოქმედო ფონდი პირველის თავმჯდომარეა. დიმიტრი ტიკარაძის ცოლი ნათია ორველაშვილი კი სარეკლამო სააგენტო “კლიპ-არტის” 100%-იანი მფლობელია. აღნიშნული კომპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოში ინფორმაციის განთავსების საშუამავლო ფუნქციას ასრულებს.
Newshub-ი 2023 წლის ივნისამდე Pia.ge-ს სახელით ოპერირებდა, რებრენდინგის შემდეგ კი ახალი სახელით დაიწყო ფუნქციონირება. გავრცელებულ განცხადებაში Newshub-ის დირექტორი აღნიშნავდა, რომ ბრენდის ცვლილების მიუხედავად, გუნდი და სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი რჩებოდა. Newshub-თან ასევე დაკავშირებულია ონლაინ გამოცემები: digesti.ge, digest.pia.ge და funtime.ge.
გამოცემა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და “მითების დეტექტორის” თანახმად, ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას. როგორც მითების დეტექტორის, ასევე მედიის განვითარების ფონდის კვლევები აჩვენებს, რომ სააგენტო სახელისუფლებო პროპაგანდისტული ნარატივების და იდენტური დეზინფორმაციის კოორდინირებულ გავრცელებაშია ჩაბმული (1, 2).
სარეკლამო სააგენტო “კლიპ-არტის” შუამავლობით, Newshub და მასთან დაკავშირებული ონლაინ გამოცემები მსხვილი საბიუჯეტო სარეკლამო კონტრაქტებით სარგებლობს. მედიის განვითარების ფონდის ფინანსური გამჭვირვალობის 2023 წლის კვლევის თანახმად, Newshub-ს 51 771 ლარის რაოდენობის საბიუჯეტო კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული, რაც ორჯერ აღემატება 2022 წელს pia.ge-სა და digest.ge-თან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებას - 25 737 ლარს.
Newshub-ი, წარსულში Pia.ge წლებია საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღებ ორგანიზაციათა რიცხვშია, რაც მის სარედაქციო პოლიტიკაზეც აისახებაა. ამასთან, სააგენტოს საბიუჯეტო შემოსავალი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. “მედიის განვითარების ფონდის” მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, 2023 წელს ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა 51 771 ლარი, ხოლო 2022 წელს 25 737 შეადგინა.
წელი
საბიუჯეტო შემოსავალი
2023
51 771
2022
25 737
2021
42 501
2020
50 410
გამოცემა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და “მითების დეტექტორის” თანახმად, დეზინფორმაციას (1,2,3) ხშირად ავრცელებს.
“მედიის განვითარების ფონდის” მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ანგარიშების ანგარიშების მიხედვით, Newshub, სხვა სახელისუფლებო პოლიტიკის მქონე ონლაინ გამოცემებთან და პროპაგანდისტულ არხებთან ერთად, წლებია ჩართულია იდენტური დეზინფორმაციის (2021, 2022 , 2023 ), ასევე მმართველი პარტიის ოპონენტების (2020) და არასამთავრობო ორგანიზაციების (2019) მადისკრედიტირებელი მასალების კოორდინირებულად გავრცელებაში, რომელიც ხელისუფლების დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში
ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით
(info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი
მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ
აქ.