მედია პროფილები

მაჩაბლის ქ. N7, თბილისი 0114

(+995 32) 293–37–87

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ყოველკვირეული გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1918 წელს დაარსდა.

გაზეთი საბჭოთა პერიოდში სახელწოდებებით „კომუნისტი“ გამოიცემოდა. ამჟამად „საქართველოს რესპუბლიკის“ გამომცემელი შპს „თანადგომა - 1-ია, რომლის 100 პროცენტიან წილსაც მარინა კანდელაკი ფლობს.

ბეჭდვითი მედიიდან ყველაზე დიდი საბიუჯეტო სარეკლამო შემოსავალი - 85 916 ლარი “საქართველოს რესპუბლიკას” აქვს მიღებული. 

წელისაბიუჯეტო შემოსავლებიტირაჟი
201738 827 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)მითითებული არ არის
201644 530 ლარიმითითებული არ არის
201585 916 ლარიმითითებული არ არის

 

MDF-ის კვლევა: საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელ მედიაში, 2015

  • აღნიშნული გაზეთის მუდმივ მონიტორინგს მედიის განვითარების ფონდი არ აწარმოებს, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე ნომრის კონტენტანალიზმა გამოცემის ჰომოფობიური და ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკა ცხადყო. მაგალითად, „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის სათაურს და ფოტოილუსტრაციას მოვიყვანთ: „ნატო-ევროპისკენ მიმავალი გზა ქართველების უკანალზე გადის?“, "სანამ გავსოდომ-გავგომორდებით" „გაპედარასტებული ფრანცია, ვლადიმერ "მუჟიკი" და იურისტი ნახალოვკაში“, „გაჩინეთდება თუ გაჩინებულდება საქართველო?“ და სხვა.