ჟურნალი “ლიბერალი” 2009 წლიდან გამოდის და ონლაინ პლატფორმასაც ფლობს. ყოველკვირეული გამოცემიდან ჟურნალი ყოველთვიური გამოშვებებზე გადავიდა.
ჟურნალ „ლიბერალის“ 100%-იანი წილი 2015 წლის აგვისტოდან მის დამფუძნებელ შორენა შავერდაშვილზეა რეგისტრირებული, 2013 წლიდან კი შავერდაშილთან ერთად კომპანიის წილებს გამოცემის ჟურნალისტები ზურა ვარდიაშვილი (20%) და ლია ზაკაშვილი (20%) ფლობდნენ.
შორენა შავერდაშვილი ასევე ფლობს 50%-იან წილს M Publishing-ში, რომელიც გარკვეული ხნის წინ ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ გამოსცემდა. ადრე კი წილებს შპს „მედია სახლ დეკომშიც“ (შპს Venture Security Holding Limited-ის საშუალებით) ფლობდა, რომელიც რადიო „ცხელი შოკოლადის“ სამაუწყებლო ლიცენზიას განკარგავდა.