გაზეთი “კვირის პალიტრა” 1996 წელს დაფუძნდა და კვირაში ერთჯერ ორშაბათობით გამოდის.
გაზეთი ჰოლდინგ “პალიტრა მედიას” პირველი გამოცემა იყო, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა და დღეს მასში არაერთი გამოცემა თუ სადისტრიბუციო ქსელი შედის. ჰოლდინგი სატელევიზიო და რადიო ლიცენზიასთან ერთად საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს (IPN), ამბები.ge-ს, bpn.ge-ს, ონლაინ ტელევიზია palitratv.ge-ს, სხვადასხვა სპორტულ თუ ავტო გამოცემებს, სხვადასხვა ტაბლოიდური ჟურნალს, პრესის და წიგნების გავრცელების სააგენტო “ელვა სერვისი”, საგამომცემლო სახლი “ბიბლიუსს” ფლობს.
გაზეთის დამფუძნებლები 2008 წლის მონაცემებით, ირაკლი თევდორაშვილი (75%) და ზაზა ბუაჩუძე (25%) არიან.