2020 წლიდან - დღემდე - დირექტორები: ნინო ჯღარკავა და მირიან ყარაულაშვილი
საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, დიღმის მასივი, IV კვარტ., კორპ. 18, ბინა 33 (იურიდიული მისამართი)
+995595957273
ა(ა)იპ საინფორმაციო სააგენტო "იქს-ნიუსი" მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში 2020 წლის 5 ივნისს დარეგისტრირდა. სააგენტოს დირექტორები არიან ნინო ჯღარკავა და მირიან ყარაულაშვილი.
გარდა “იქს-ნიუსისა”, როგორც ჯღარკავა, ისე ყარაულაშვილი სხვა შპს-ების მეწილეებიც არიან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარტიების შემოწირულობების მონაცემთა ბაზის მიხედვით, მირიან ყარაულაშვილს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის 12 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა აქვს გაწეული.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ნინო ჯღარკავა პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელეკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტი იყო. მედიაში მას გაზისა და ნავთობის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელადაც მოიხსენიებენ.
“იქს-ნიუსის” გამომცემელი მმართველი პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერია.
2022 წელს “xnews-მა” საბიუჯეტო ორგანიზაციებთან 36 845.16 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, საიდანაც ძირითადი ნაწილი მუნიციპალურ დაწესებულებებზე მოდის.
2020 წლიდან - დღემდე - დირექტორები: ნინო ჯღარკავა და მირიან ყარაულაშვილი
2022 წელს “xnews-მა” საბიუჯეტო ორგანიზაციებთან 36 845 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, საიდანაც ძირითადი ნაწილი მუნიციპალურ დაწესებულებებზე მოდის.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2023 | განახლდება |
2022 | 36 845 |
2021 | 14 410 |
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.