მედია პროფილები

იოსებიძის ქ. #49, თბილისი

(+995 32) 2 19 60 13

(+995 32) 2 19 60 53

პალიტრა News

პალიტრა News-მა, რომელიც ჰოლდინგ “პალიტრა მედიაში” შემავალი ორგანიზაციაა, აუტორიზაციის შედეგად B136 ლიცენზია მოიპოვა და 2015 წლის 30 ნოემბრიდან მაუწყებლობა დაიწყო.

პალიტრა News საინფორმაციო არხია, რომლის დამფუძნებელი შპს შპს „კვირის პალიტრაა“ 100%. თავის მხრივ “კვირის პალიტრის დამფუძნებლები ირაკლი თევდორაშვილი (75%) და  ზაზა ბუაძე (25%) არიან.

ჰოლდინგი “პალიტრა მედია” როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო ლიცენზიას ფლობს. ამასთანავე ჰოლდინგში შედის საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი (IPN), ამბები.ge, bpn.ge, ონლაინ ტელევიზია palitratv.ge, სხვადასხვა სპორტული თუ ავტო გამოცემები, გაზეთი “კვირის პალიტრა”, სხვადასხვა ტაბლოიდური ჟურნალები, პრესის და წიგნების გავრცელების სააგენტო “ელვა სერვისი”, საგამომცემლო სახლი “ბიბლიუსი” და სხვა.

ჰოლდინგში შემავალ რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის  საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში წილებს გიორგი თევდორაშვილი ფლობს, რომელიც სატელევიზიო რეიტინგების მფლობელი ახალი კომპანია “ტრი მედია ინტელიჯენსის” 50%-იანი წილის მფლობელია, რასაც დამკვირვებლები ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევენ. ჰოლდინგი რადიო და სამაუწყებლო სიხშირეებს ფლობს და ამავე დროს ჰოლდინგში შემავალი რამდენიმე კომპანიის მეწილე სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიის თანამფლობელია. 

2013 წლის 5 თებერვალი - დღემდე - შპს „კვირის პალიტრა“ 100% (დამფუძნებლები: ზაზა ბუაძე 25%, ირაკლი თევდორაშვილი 75%)