გაზეთი „რეზონანსი“ ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1990 წლიდან გამოდის.
„რეზონანსის“ რუბრიკებია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, კულტურა, უცხოეთი და სპორტი. გაზეთი ყოველ ორშაბათს გვთავაზობს საგაზეთო დამატებას „ბიზნეს-რეზონანსი“.
დამფუძნებლები იყვნენ: მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მაჭარაძე და ალექსანდრე რუსეცკი. გაზეთი ყოველკვირეული იყო და რუსულ ენაზე გამოიცემოდა. 1992 წლიდან "რეზონანსი" ქართულენოვანი გახდა და პერიოდულობაც შეიცვალა - კვირაში სამჯერ იბეჭდებოდა.
გაზეთ “რეზონანსს” რამდენჯერმე შეეცვალა გამომცემელი კომპანია და/ან კომპანიას შეეცვალა სახელი: გაზეთს სხვადასხვა დროს გამოსცემდნენ: შპს „რეზონანსი“ (3/11/1995); შპს „ექსპრეს-ინტერვიუ“ (25/05/1996 წელს შპს გაზეთ „რეზონანსს“ შეეცვალა სახელწოდება); 2004 წლიდან გაზეთთან დაკავშირებული კომპანიების 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ზურაბ მაჭარაძე: შპს „ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი“ (25/03/2004);
შპს „გაზეთი რეზონანს ვიქლი“ (05/03/2008); შპს „გაზეთი ახალი რეზონანსი“ (11/07/2014); შპს „გაზეთი რეზონანსი პლუსი“ (11/07/2015); შპს „გაზეთი ბიზნეს რეზონანსი“ (20/12/2007); გაზეთის გამომცემელი კომპანიიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ასევე არის: შპს „საინფორმაციო სააგენტო რენიუსი“ (05/03/2008) და შპს „გაზეთი რადიო 105“ (05/03/2008) 100 პროცენტიანი წილის მფლობელი; 2008 წლიდან მისი კომპანია შპს „ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი“ ფლობს შპს „თქვენი ფოსტალიონის“ 100 პროცენტიან წილს.
გაზეთ "რეზონანსს" 2015 წელს საბიუჯეტო რეკლამის სახით 80 057 ლარი აქვს მიღებული.