მედია პროფილები

ერეკლე ტატიშვილის ქუჩა 3-5 0171 თბილისი

+420 221 121 111 (პრაღა)

+995 32 922 368 (თბილისი)

+995 32 922 369 (თბილისი)

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მაუწყებლობს. მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, არხს აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

„რადიო თავისუფლებას“ რადიომაუწყებლის ლიცენზია არ აქვს, თუმცა საქართველოში 1999 წლიდან სხვადასხვა რადიოების საშუალებით დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაუწყებლობდა. 2014 წლის 14 აპრილიდან არხმა მაუწყებლობის დრო გაზარდა და რადიო "მწვანე ტალღის" სიხშირეების საშუალებით 18 საათის განმავლობაშია ეთერში. რადიო თავისუფლების მოსმენა თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ახალქალაქში, ფასანაურში, ყაზბეგსა და ჟიათურაში FM 107.4-ზეა შესაძელებლი, გორსა და ბათუმში - FM 101.5, ზუგდიდი - FM 103.6, თელავსა და დედოფლისწყაროში - FM 106.0, ბაკურიანში - FM 107.0, ახალციხეში - FM 104.6, გუდაურში - FM 101.6, დმანისში კი- FM 101.0-ზე.

რადიო თავისუფლება მომხმარებელს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა ფორმატის მულტიმედია პროდუქტს სთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში კი ერთობლივ შემეცნებით სატელევიზიო პროექტს, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემას “წითელი ზონა” ამზადებს.

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
20167 998 ლარი

 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. საერთო გაზიარებული პროფესიული წესების შესახებ ინფორმაცია რადიოს ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.