მედია პროფილები

სანდრო ეულის ქ. #3, თბილისი

+995 32 2301114

ერთსულოვნება

ტელეკომპანია “ერთსულოვნება” 2008 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად მისი 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი შიოლაშვილი იყო, ხოლო 2010 წლის ოქტომბრიდან არხის 100% წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა. 

2008 წლიდან "ერთსულოვნება" ტელეკომპანია "ევრიკას" საშუალებით 2013 წლამდე ვრცელდებოდა. საპატრიარქოს ტელევიზიის გათიშვის შემდეგ "ევრიკამ" ტელეკომპანია "მაესტროს" გავრცელება დაიყო. 

მოგვიანებით, კომპანია „სტერეო+“-მა საკუთარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ 2013 წლის ნოემბერში სიმბოლურ ფასად გადასცა. „სტერეო +“ მანამდე ჯერ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ავრცელებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგ „ობიექტივს“.

არხი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას B126-ს ფლობს.

არხი რელიგიურ და კულტურულ გადაცემებს ამზადებს.

 

2010 წლის 18 ოქტომბრიდან - დღემდე საქართველოს საპატრიარქო 100%

2008-2010 - ირაკლი შიოლაშვილი 100%

 საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.

EMCI-ის და TDI-ის ანგარიში: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა, 2014

2013 წელს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული გრანტების შესახებ შემდეგია:

  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები - 800 000 ლარი (გვ. 8).

 

წელი

შემოსავლები GNCC-ის მიხედვით

საბიუჯეტო შემოსავლები

2017

218 355 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)

4 000 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)

2016262 346 ლარი 
2015316 775  ლარი 

არხი რელიგიურ და კულტურულ გადაცემებს ამზადებს.