მედია პროფილები

ლეონიძის ქ. 11ა, თბილისი

577 79 97 11

კავკასია

ტელეკომპანია “კავკასია” 1994 წელს დაარსდა. თავდაპირველად არხი თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, თუმცა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, მან დაფარვის არეალი გააფართოვა და 2016 წლის 1 თებერვლიდან თბილისის მულტიპლექსთან ერთად დამატებით ბათუმის, ზუგდიდის,  თელავის,  ქუთაისის,  ფოთის მულტიპლექსებით მაუწყებლობს.

თავდაპირველად არხის დამფუძნებლები დავით აქუბარდია (90%), გენო ხრიკაძე (7%) და დავით გერგედავა (3%) იყვნენ. ამჟამად კი

არხის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილია.

TVMR საქართველოს 2015 წლის მონაცემებით, კავკასიის წილი სატელევიზიო რეიტინგებში 1,04%-ია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით კი, 2015 წელს მისი კომერციული შემოსავლები საერთო ბაზრის 0,6 % იყო. 2015 წელს არხს საბიუჯეტო რეკლამის სახით დაახლოებით 82 625 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2014 წლის 5 დეკემბერი-  ნინო ჯანგირაშვილი 100%

1997 - დღემდე ნინო ჯანგირაშვილი 100%

1996 -1997 დავით აქუბარდია 100%

1994-1996 დავით აქუბარდია 90%, გენო ხრიკაძე 7%, დავით გერგედავა 3%

წელიმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებითსაბიუჯეტო შემოსავლები
2017443 519 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)3 996 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
2016801 192 ლარი18 366 ლარი
2015480 017,59 ლარი82 625 ლარი

 

MDF-ის კვლევა: სიძულვილის ენა და ქსენოფობია, 2014-2015

  • "ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქ-შოუ სპექტრი არა მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით (8), არამედ ფობიების მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია: აქ ვხვდებით წამყვანის დისკრიმინაციულ შეფასებებს, აზერბაიჯანლების, ჩინელების, აფხაზების და ოსების, ირანელების და სლავების მიმართ." (გვ.33)
  • "თოქ-შოუ „სპექტრის“ წამყვანი თურქეთს საფრთხედ (2) წარმოაჩენდა, ისტორიული მოვლენების თანამედროვე- ობაში არასწორ კონტექსტუალიზაციას (1) ახდენდა და ბიოლოგიურ უპირატესობაზე (1) საუბრობდა" (გვ.53). 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.