მედია პროფილები

(598) 11 92 52, (598) 36 31 10

news.vitube.ge

ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო news.vitube.ge ინტერნეტმედია სივრცეში 2014 წლიდან მოღვაწეობს. სააგენტო ინფორმაციას ვიდეოპორტალ Vitube.ge-ის და  News.vitube.ge -ს და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგნეტოს დამფუძნებელია ოთარ ლომთაძე, რომელიც „კომედი არხის“ პროგრამების დირექტორია. „კომედი არხი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაა. ოთარ ლომთაძე წლების განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ის იუმორისტულ პროექტებში სცენარისტად, ასევე პროდუსერად.  იყო „პროკრედიტ ბანკის საკრედიტო ექსპერტი“, ასევე შპს. მეგაკომის იმერეთის რეგიონის დისტრიბუციის მენეჯერი.

მედია საშუალებას არაერთი რუბრიკა აქვს, მათ შორის  პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი და სხვა.

 

საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელია ოთარ ლომთაძე.