მედია პროფილები

ბაგრატიონის ქ. #46, გორი

0(370) 22 60 68

0(370) 27 95 66

ტელეკომპანია ”დია”

ტელეკომპანია ”დია” ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის (B31) ფლობს.

2004 წლის დეკემბრამდე არხს დავით ლომიძე (58,5%) დაარჩილ ნოზაძე (41,5%) ფლობდნენ, 2011 წლის ნომებრიდან წილები დავით ლომიძესა (58,5%) და გურამი გოგოლაძეს (41,5%) შორის გადანაწილდა, ხოლო 2012 წლის თებერვლიდან “დიას” ერთპიროვნული მგლობელი გურამ გოგოლაძე გახდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, გურამ გოგოლაძე ასევე ფლობს: საცურაო აუზს რუსთავში („არენა“), სასტუმროს ბაკურიანში („პრიმა 2010“, 100%), მინისა და ფაიფურის ნაწარმის საცალო ვაჭრობის მაღაზიას („ელიტ სერვის გრუპი“ 35 %), ტურისტულ სააგენტოს („პრაიმ ტური“, 50%) და კიდევ რამდენიმე კომპანიას: შპს „პრესტიჟს“ (34%), შპს „ჩინა სტარს“ (100%), „კალაუბანს“ (25%), „ეკო გრუპს“ (41.6%), „ამერიკან ჰოტელ სერვისს“ (16.5%) და ქართული სპორტის ინსტიტუტს (შპს „პეგასის“ მეშვეობით). იგი არის ასევე საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ნორდიკული ფედერაციის თანადამფუძნებელი.

2012 წლის 1 თებერვალი - დღემდე - გურამი გოგოლაძე 100%

2011 წლის 3 ნოემბრი (2) - დავით ლომიძე 58,5%, გურამი გოგოლაძე 41,5%

2011 წლის 3 ნოემბერი (1) - გურამი გოგოლაძე 100%

2004 წლის 28 დეკემბერი - დავით ლომიძე 58,5%, არჩილ ნოზაძე 41,5%

წელისაერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
201520 790 ლარი

2 370 ლარი

2016157 690 ლარი 
201764 496 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)2 949 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)