მედია პროფილები

557 65 48 80

პატრიოტი TV

პატრიოტი TV “ევრაზიული არჩევანის” და “ერეკლე მეორის” საზოგადოების ინტერნეტმაუწყებლობაა, რომელიც საკუთარი youtube არხისა და  facebook გვერდის მეშვეობით 2015 წლიდან ვრცელდება. აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის პოლიტიკას უჭერენ მხარს და ღიად გაცხადებული პრორუსული პლატფორმით გამოდიან.

პატრიოტი TV-ზე გადაცემები პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” ლიდერს არჩილ ჭყოიძეს მიჰყავს. 

 

2013 წლის 30 მაისიდან - დღემდე - გამგეობის თავმჯდომარე: მაია ხინჩაგაშვილი, გამგეობის წევრები: არჩილ ჭყოიძე, ბორის მანჟუკოვი

პატრიოტი TV-ის ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.