მედია პროფილები

ზოვრეთის ქ. 1, 0160, თბილისი.

+995 322 383894

ტელეკომპანია "პირველი"

სპორტული არხი TVS 2015 წლის შემოდგომის სეზონიდან შეცვლილი სახელწოდებით “პირველი” გავიდა ეთერში და აუდიტორიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები შესთავაზა. სპეციალიზებული სპორტული მაუწყებლობიდან არხმა საერთო მაუწყებლობის სტატუსი მოიპოვა.

სპორტი კვლვა რჩევა არხის პრიორიტეტად, თუმცა სხვა არხებიდან წასულმა ჟურნალისტებმა მაუწყებელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა შესძინეს. ტელეკომპანია “იმედზე” თოქ-შოუს დახურვის შემდეგ “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას “დღის ამბები” გადის, ხოლო გადაცემა “რვიანს” მაესტროდან წამოსული წამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი უძღვებიან.

შპს ტვს-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქეთევან ჯაფარიძეა, რომლის მეუღლე სიგარეტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ავთანდილ წერეთლის შვილია.

2019 წლის 16 ოქტომბერი- ვახტანგ წერეთელი - 100%

2017 წლის 19 დეკემბერი - დღემდე ქეთევან ჯაფარიძე 100%

2017 წლის 17 მარტი - ვახტანგ წერეთელი 100 %

2014 წლის 13 მარტი -  ქეთევან ჯაფარიძე 100%

წელისაერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
20171 423 880 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)22 210 ლარი  (15 ნოემბრის მდგომარეობით)
20161 454 393 ლარი10 000 ლარი
2015283 342 ლარი35 400 ლარი