2015 წლის 15 ოქტომბერი - დღემდე - გიორგი სულხანიშვილი 100%
მედია პროფილები
ქართული გაზეთი
გაზეთი დაფუძნებულია 2015 წლის ოქტომბერში. პირველი ნომერი გამოვიდა 2015 წლის 18 ნოემბერს. არის ყოველკვირეული. გამოდის ოთხშაბათობით. გაზეთის რუბრიკებია: პოლიტიკა, საზოგადოება , კულტურა, სპორტი, რელიგია, პრეს-დაიჯესტი, სხვადასხვა.
გაზეთის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი სულხანიშვილია.
გამოცემას დეკლარირებული აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო პოლიტიკა.
გაზეთის რედაქტორმა გიორგი სულხანიშვილმა სარედაქციო მიმართვაში ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკის დეკლარირება მოახდინა:
„ ყოველ ოთხაშაბათს შევეცდებით შევახსენოთ ჩვენ მკითხველს, რომ საქართველოს ერთი ვიგინდარა ფულის ტომარა დაეპატრონა. შევახსენოთ, რომ ივანიშვილი და მისი მორჩილი პოლიტიკოსები უზურპაციას უკეთებენ საქართველოს პროგრესს და მომავალს.”, - აღნიშნულია 2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ სარედაქციო მიმართვაში.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.