მედია პროფილები

ფიროსმანის ქ.#5, ბორჯომი

0367 22 30 40

ტელეკომპანია ბორჯომი

შპს "ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი"  1995 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა, საერთო მაუწყებლობის ლიცენზია კი 2011 წელს მიიღო. 

თავდაპირველად მისი მესაკუთრეები იყვნენ ტრისტან ცუცქირიძე (20%), მარინა კუპატაძე (20%), შპს “ილიონი” (25%), შპს იბერია-TV (25%) და მარინა ჯაფარიძე (10%). ამჟამად ტელეკომპანიის მფლობელები მარინა კუპატაძე (20%) და ნინო მაჭავარიანი (80%) არიან. 

მარინა კუპატაძე, გარდა ტელეკომპანია “ბორჯომისა”, ასევე სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი და შპს პრესის 7.1% წილის მფლობელია.

2025 წლის 1 იანვრიდან არხმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ტელეკომპანიის დირექტორმა, ეკატერინა ნოზაძემ მუშაობის შეჩერება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის მიღებას დაუკავშირა, რომელსაც მისი რეპრესიული ბუნების გამო საერთაშორისო ორგანიზაციები ნეგატიურად აფასებენ.  მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია 2024 წელს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდა, საბოლოო ჯამში როგორც თავად აცახდებენ, დახურვის მიზეზი სწორედ ეს კანონი გახდა.

2024 წლის 5 სექტემბერი - მარინა კუპატაძე - 20%, ნინო მაჭავარიანი - 80%;

2013 წლის 16 ივლისი - მარინა კუპატაძე - 20%, მარიამ ჯაფარიძე - 45%, გიორგი ქურდაძე - 35%;

2011 წლის 27 ოქტომბერი - მარინა კუპატაძე - 20%, მარიამ ჯაფარიძე 35%, გიორგი ქურდაძე - 25%, გიორგი ცუცქირიძე - 20%;

2011 წლის 19 ივლისი - მარინა კუპატაძე - 20%, შპს “ილიონი” - 5%, შპს იბერია-TV - 5%, მარიამ ჯაფარიძე - 30%, გიორგი ქურდაძე - 20%, გიორგი ცუცქირიძე - 20%;

2011 წლის 21 ივნისი - ტრისტან ცუცქირიძე - 20%, მარინა კუპატაძე - 20%, შპს “ილიონი” - 5%, შპს იბერია-TV - 5%, მარიამ ჯაფარიძე - 30%, გიორგი ქურდაძე - 20%; 

2010 წლის 8 ივლისი - ტრისტან ცუცქირიძე - 20%, მარინა კუპატაძე - 20%, შპს “ილიონი” - 25%, შპს იბერია-TV - 25%, მარინა ჯაფარიძე 10%.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, “ბორჯომის”  2023 წლის შემოსავალი 83 628 ლარს, 2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავალი კი 44 777 ლარს შეადგენს.

მედიის განვითარების ფონდის მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშის მიხედვთ, რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ტელეკომპანია “ბორჯომთან” საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 42 200 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს.

 

წელისაერთო შემოსავალი GNCC-ის მიხედვით


საბიუჯეტო შემოსავალი

202444 777 (პირველი სამი კვარტლის მონაცემები) 
202383 62842 200
202275 76725 850
202160 95537 500
2020112 05828 170

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.