რადიო უცნობი შპს ქართული კულტურის ტალღის სახელით 2004 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა.
რადიო უცნობი B70 ლიცენზიას ფლობს, რომლითაც თბილისისში საერთო მაუწყებლობის განხორციელების უფლება აქვს ტალღაზე FM 98,1.
მისი დამფუძნებლები გიორგი ასანიშვილი (33%), ვასილ ჯანიკაშვილი (33%), გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) (34%) იყვნენ. 2006 წლის 19 სექტემბერს შპს ქართული კულტურის ტალღა შპს რადიო უცნობად გადაკეთდა. მანამდე კი 2006 წლის 8 თებერვალს ჯანიკაშვილმა და ასანიშვილმა საკუთარი წილებიდან - 8,5-8,5%, გაჩეჩილაძემ კი 34% წილი სააქციო საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ დათმეს. კომუნიკაციების კომისიაში წარდეგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით სს ლევან გაჩეჩილაძის მფლობელები არიან - ძმები ლევან (70%) და გიორგი (უცნობი) (15%) გაჩეჩილაძეები და ბიძინა გეგიძე (15%). გიორგი გაჩეჩილაძე ფლობს ტელეკომპანია მაესტროს (შპს სტუდია მაესტრო) 55% წილსაც, რომელიც მფლობელთა შორის სადავოა.
ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი იყო.