მედია პროფილები

ჩუბინაშვილის ქ. 41, 0164, ქ. თბილისი

+995 32 2294949

+995 32 2962062

იბერია TV

ტელეკომპანია "იბერია" 1996 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები თავდაპირველად კერძო პირები, ასევე სს “საქართველოს საფოსტო ბანკი” იყვნენ. მოგვიანებით ტელევიზიის მფლობელთა შორის შპს “ომეგა-მოტორსი” ჩნდება, 2013 წლიდან კი 100%იანი წილის მფლობელი შპს „ბენმონტია“.

2004 წელს ტელეკომპანიის საერთო ლიცენზიის სხვა კომპანიაზე გადაცემა გამოძიების საგანი გახდა. აღნიშნულ საქმეზე იუსტიის ყოფილ მინისტრს 2016 წლის თებერვალში პროკრატურამ ბრალი წაუყენა. 2004 წელს შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად, რომლის სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია TV“-ი, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა მარეგულირებელი კომისიი ყოფილი თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ ბიძინა ნიჟარაძე. გამოძიებამ ასევე შეისწავლა ტელეკომპანიის ოფისში სპეცრაზმის ქმედებები, ინვენტარის დალუქვა, რამაც საგამოძიებო მასალების მიხედვით “იბერიის” და გაზეთ “ახალი ეპოქის” საქმიანობის შეწყვეტა გამოიწვია.

ტელეკომოპანია „აისი“, რომელსაც კერძო სამაუწყებლო ლიცენზია B106 ეკუთვნოდა, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელ კომპანიას „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საკუთრება 2012 წლიდან იყო. მას შემდეგ რაც, „იმედი“ ყოფილმა მფლობელებმა, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ დაიბრუნა, მის ხელში ტელე და რადიო კომპანია „იმედთან“ ერთად კიდევ ერთი აქტივი შპს ტელეკომპანია „აისი“ და მისი კუთვნილი სიხშირე აღმოჩნდა. „იმედის“ დაბრუნების შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახმა „აისის“ ლიცენზია „იბერიას“ გადასცა.

არხმა განახლებული ეთერით მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო.

 

2013 წლის 26 სექტემბერი - დღემდე - შპს „ბენმონტი“ 100% (ზაზა ოქუაშვილი 70%, ნატო ჩხეიძე 30%)

2010 წლის 13 აპრილი - კომპანია „მუვენ ინტერნეიშენალ ლტდ“ 25%, კომპანია „ორიმაუნტ ფროფართი ინკ“ 25%, შპს „ომეგა-მოტორსი 50%,

2004 წლის 7 დეკემბერი - კომპანია „მუვენ ინტერნეიშენალ ლტდ“ 25%, კომპანია „ორიმაუნტ ფროფართი ინკ“ 25%, შპს „ომეგა-მოტორსი 25%, დავით კაკაურიძე 25%

2003 წლის 1 სექტემბერი - შპს „ომეგა-მოტორსი“ 25%, კომპანია „მუვენ ინტერნეიშენალ ლტდ“ 25%, კომპანია „ორიმაუნტ ფროფართი ინკ“ 25%, შპს „ილიონი“ 25%

2000 წლის 15 დეკემბერი - კომპანია „ელტონრაიზ ლიმიტედი“ 25%, კომპანია „მუვენ ინტერნეიშენალ ლტდ“ 25%, კომპანია „ორიმაუნტ ფროფართი ინკ“ 25%, შპს „ილიონი“ 25%

2000 წლის 15 მაისი - კახაბერ გაგლოშვილი 56%, ვლადიმერ გაგლოშვილი 22%, მამუკა მაისურაძე 22%

1996 წლის 5 დეკემბერი - სს “საქართველოს საფოსტო ბანკი“ 20%, შპს „ეგტელი“ 20%, შპს „ტექნოლიზინგი“ 10%, კახაბერ გაგლოშვილი 28%, ვლადიმერ გაგლოშვილი 11%, მამუკა მაისურაძე 11%

1996 წლის 2 აპრილი  -  კახაბერ გაგლოშვილი 47,5%, ვლადიმერ გაგლოშვილი 17,5%, მამუკა მაისურაძე 17,5%, ვადიმ კოვალი 17,5%

წელიმთლიანი შემოსავლები GNCC-ის მონაცემებითთანხა
2016 5 000 ლარი