2013 წლის 28 ოქტომბერი - დღემდე - ელისო კილაძე 100%
მედია პროფილები
გაზეთი "ქრონიკა+"
შპს მედია ჰოლდინგი ქრონიკა+ 2013 წლიდან მისი 100%-იანი წილის მფლობელსა და რედაქტორზე ელისო კილაძეზეა რეგისტრირებული.
ელისო კილაძეს არაერთი სკანდალური განცხადება გაუკეთებია მაღალი რანგის პოლიტიკური პირების მხრიდან ფარული ჩანაწერებით მანიპულირების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ხვედელიძის მიერ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის შესახებ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას უკავშირდებოდა. ასევეე ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მან საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას დასდო ბრალი, რომ ამ უკანასკნელებს ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების ფინანსური დაინტერესება ჰქონდათ. აღნიშნული განცხადების გამო ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები | ტირაჟი |
2015 | 2 000 ლარი |
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.