მედია პროფილები

ჯავახიშვილის ქ. #8, სამტრედია 3900

(411) 225885

ტელე-რადიო პრესკომპანია "ზარი"

ტელერადიო პრესკომპანია „ზარი“ 1989 წელს დაფუძნდა და სამტრედიაში, ასევე ნაწილობრივ სხვა ქალაქებშიც მაუწყებლობს. არხი კერძო/საერთო  ტელემაუწყებლობის ლიცენზიით B43 (მაუწყებლობის არხი: VHF 4) სარგებლობს და ფარავს სამტრედიის, ნაწილობრივ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, აბაშის,  ვანისა და ლანჩხუთის ტერიტორიას.

შპს ტელერადიო პრესკომპანია „ზარი“ საოჯახო ბიზნესია და მისი მფლობელები ოთარ თევზაძე (50 %), შვილები - გია თევზაძე (15 %) და გოჩა თევზაძე (15 %), მეუღლე - მარინა თელია (20 %) არიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, გია თევზაძის საკუთრებაშია ასევე სამტრედიაში დაფუძნებული ინტერნეტ პროვაიდერი „ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ წილთა 33%.

 

2017 წლის 2 ივნისი- დღემდე - ოთარი თევზაძე 50%, მარინა თელია 20%, ნიკოლოზ თევზაძე 15%, საბა თევზაძე 15%

1996 წლიდან - ოთარი თევზაძე 50%, გია თევზაძე 15%, გოჩა თევზაძე 15%, მარინა თელია 20%

წელისაერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავლები
201755 017 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)42 584 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201646 937 ლარი 
201537 619 ლარი26 562 ლარი

 

“ზარი” ძირითადად საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” გადაცემების რეტრანსლირებას ახდენს.