2019 წლის 15 აპრილი- გოჩა ნაჭყებია- 50%, ვლადიმერ ბედუკაძე- 50%;
2015 წლის 26 მარტი-გოჩა ნაჭყებია- 50%,მაია შაიშმელაშვილი -50%;
აეროპორტის დას., №126, ბ. №1, ისანი-სამგორის რაიონი, თბილისი
00 995 99 022 912
“თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები 2019 წლის 12 აპრილის ცვლილებებამდე გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) იყვნენ, ხოლო აპრილში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მაია შაიშმელაშვილი პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ ჩაანაცვლა და გამოცემის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა.
გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად "თბილისი 24"-ის დირექტორია, პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. ორივე მათგანი "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრია. ,,ცენტრისტების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე პარტიის თავჯდომარის მოადგილეა.
2016 წლის 12 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი 24“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. საავტორიზაციო პირობების თანახმად, „თბილისი 24“-მა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ქართულ ენაზე უნდა იმაუწყებლოს. იგი ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.
თბილისი 24-მა 12 ივლისს"ცენტრისტების” შესახებ გამოაქვეყნარუსული მედია საშუალების გაზეთ"ვზგლიადის” სტატია, სათაურით"საქართველოში პირველი ღიადპრორუსული პარტია გაჩნდა” (В ГРУЗИИ ПОЯВИЛАСЬ ПЕРВАЯ ОТКРОВЕННО ПРОРОССИЙСКАЯ ПАРТИЯ).
ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრებისავტორია, 2016 წლის საპარლამენტოარჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება"ცენტრისტების” საარჩევნო სიითმონაწილეობდა. "ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერშიგანთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსულიბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიურიგამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმამაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნორგოლი ეთერიდან მოხსნა. აღნიშნულიკლიპი "თბილისი 24”-ის ვებ-გვერდზეახელმისწავდომი.
16 აგვისტოს "ცენტრისტებს” ცესკომსაარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგანპოლიტიკური გაერთიანებისხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებადა მისი თავმჯდომარეობა საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოსმონაცემებით არ არის იურიდიულიძალის მქონე. ცესკოს მიერ რეგისტრაციისგაუქმების შემდეგ, 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერბედუკაძე "საქართველოს კომუნისტურიპარტია- სტალინელების (ივანეწიკლაური)” პარტიული სიითმონაწილეობდა, ამავე სიაში იყოცენტრისტების მეორე წევრი, უშიშროებისყოფილი მინისტრი თენგიზ ხაჩიშვილიც.
2019 წლის 15 აპრილი- გოჩა ნაჭყებია- 50%, ვლადიმერ ბედუკაძე- 50%;
2015 წლის 26 მარტი-გოჩა ნაჭყებია- 50%,მაია შაიშმელაშვილი -50%;
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2018 | “კლიპარტთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 7 მედია საშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000-ს ლარს შეადგენდა |
2017 | 3 387 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
2016 | 3 000 ლარი |
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.