მედია პროფილები

მითითებული არ არის

მითითებული არ არის

Allmedia.ge

საინფორმაციო სააგენტო Allmedia.ge საჯარო რეესტრში 2013 წლის 14 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ქართველიშვილია. სააგენტომ ვებ-გევრდებზე მასალების განთავსება 2014 წლის მაისიდან დაიწყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 405 ჟურნალისტი დაარეგისტრირა და შესაბამისი რაოდენობით აკრედიტაცია მიიღო. ტელეკომპანია GDS-ის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ის ინფორმაციით, Allmedia.ge-ის დამფუძნებელი გიორგი ქართველიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პრესამსახურის თანამშრომელია და საინფორმაციო სააგენტოს სახელით აკრედიტაცია ამავე პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა გაიარეს. “მედიის განვითარების ფონდთან” საუბრის დროს ქართველიშვილმა უარყო “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში მუშაობა, თუმცა დაადასტურა პარტიასთან თანამშრომლობა.

Allmedia-ს მიერ აკრედიტირებულ ადამიანებს შორის ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის 2 წევრი - თეონა უსტიაშვილი და სალომე სიგუა - მოხვდა. სალომე სიგუა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის თანამშრომელია.

2013 წლის 14 მაისიდან - დღემდე - გიორგი ქართველიშვილი (100%)

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.