2016 წლის 3 ნოემბერი - თორნიკე ზედელაშვილი - 100%; დირექტორი - გელა ზედელაშვილი.
მედია პროფილები
თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ხევისუბნის ქუჩა #12, ბინა #27
599 29 56 68; 555 48 48 61
ინტერნეტგამოცემა “ლიდერი”
ინტერნეტგამოცემა “ლიდერი” იგივე შპს “ლიდერი ექსპრეს-ინფო” 2016 წლის 3 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იან წილის მფლობელი თორნიკე ზედელაშვილია, დირექტორი კი “ალიას” ყოფილი ჟურნალისტი - გელა ზედელაშვილი.
გამოცემა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და პროპაგანდისტულ კამპანიებში ხშირად არის ჩართული.
ინტერნეტგამოცემა ლიდერი, ასევე მისი დამფუძნებელი თორნიკე ზედელაშვილი “ქართული ოცნების” და მისი ლიდერების მხარდამჭერი ჯგუფების ადმინისტრატორებს შორის გვხვდება: “ქართული ოცნების” გულშემატკივრები, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები, ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, თეა წულუკიანის მხარდამჭერთა ჯგუფი, კახა კალაძის მხარდამჭერები და სხვა.
გამოცემას წლებია ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან სერვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, ზოგჯერ შუამავალი კომპანიების მეშვეობით.
მედიის განვითარების ფონდის მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, გამოცემას, ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან სერვისს კონტრაქტები აქვს გაფორმებული, ზოგჯერ შუამავალი კომპანიის მეშვეობით.
2021-2023 წლებში შპს „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუს“-სა და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს შორის გაფორმებული სამი ხელშეკრულება, სხვა ონლაინ გამოცემებთან ერთად, “ლიდერთან” თანამშრომლობას ითვალისწინებდა.
2019 და 2021 წლებში, თბილისის სამგორის რაიონის გამგეობამ გამოცემას სამი სხვადასხვა კონტრაქტი გაუფორმა.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2023 | თანხა დაუზუსტებელია. 107 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 10 ონლაინ გამოცემასთან, Lideri.ge-სთან თანამშრომლობას ითვალისწინებდა |
2022 | თანხა დაუზუსტებელია. 76 208 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 10 ონლაინ გამოცემასთან, Lideri.ge-სთან თანამშრომლობას ითვალისწინებდა |
2021 | თანხა დაუზუსტებელია. 112 860 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 10 ონლაინ გამოცემასთან, Lideri.ge-სთან თანამშრომლობას ითვალისწინებდ |
მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, “ლიდერი” იმ გამოცემებს შორისაა, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებში კოორდინირებულად მონაწილეობენ. ცალკეულ შემთხვევაში კი მიზანმიმართული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითებიც იკვეთება.
სხვა სახელისუფლებო მედიასაშუალებებთან ერთად, “ლიდერმა” არაერთხელ გაავრცელა კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის მანიპულაციური და პროპაგანდისტულ გზავნილები; ასევე გამოცემა CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის, ლარი ჯონსონის სიტყვები, თითქოს დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას გეგმავდა.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.