მედია პროფილები

გაგარინი იურის ქ. 4, თბილისი

+995 322989849

Intermedia.ge

ვებ-პორტალი „ინტერმედია“ საჯარო რეესტრში 2012 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებლები გოჩა მირცხულავა (50 %) და თეიმურაზ ჭუმბურიძე (50 %) არიან.

წესდებაში საზოგადოების საქმიანობად მითითებულია საინფორმაციო ინტერნეტპორტალების, სატელევიზიო, რადიო მაუწყებლობის . სააგენტოების შექმნა, ჟურნალ გაზეთების გამოცემა, რედაქციების ჩამოყალიბება. საძიებო სისტემების შექმნა და განვითარება.

ორგანიზაციის მისიას კი სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა, ინტერნეტ-მომხმარებლების დახმარება თავიანთი მასალების გამოქვეყნებაში და შესაბამისი ანაზღაურების შეთავაზება წარმოადგენს.

ინტერმედიას მეწილე გოჩა მირცხულავა ასევე წარმოადგენს GHN-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს და იგი ასევე იკავებდა ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის პრეზიდენტის პოზიციას.

ვებ-პორტალი მოიცავს არაერთ რუბრიკას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა თემას პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის , სპორტისა და მეცნიერების ჩათვლით. ვებ-პორტალზე გამოქვეყნება შეუძლიათ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. ვებ-გვერდი ორიენტირებულია მომხმარებელთა ნახვების ზრდაზე და შესაბამისად, სარეკლამო შემოსავალზე.

„ინტერმედია“ მედია პროდუქტი ვრცელდება ონლაინ საშუალებით - სოციალური მედიით( facebook) და ვებ-გვერდით ვრცელდება.

2012 წლის 11 იანვრიდან დღემდე: მეწილეები:  გოჩა მირცხულავა (50 %), თეიმურაზ ჭუმბურიძე (50 %).

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.