მედია პროფილები

თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №38, ბ. №16 (II სადარბაზო, II სართული)

(+995 32) 237 68 43

(+995) 593 15 55 00

For.ge

საინფორმაციო სააგენტო For.ge საჯარო რეესტრში 2010 წლის 18 ოქტომბერს ააიპ კავშირი პრესა - საქართველოს სახელითაა რეგისტრირებული. მისი დამფუძნებლები როზეტა ჟღამაია, გიორგი იაკობაშვილი და ბესარიონ გაბუნია არიან. 

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად, For.ge-ის დამფუძნებლები გიორგი იაკობაშვილი და როზეტა ჯღამაია, ია მეტრეველთან და იოსებ მანჯავიძესთან ერთად ორგანიზაციის “დავასრულოთ” გამგეობის წევრები არიან. ორგანიზაცია ყოფილი სახელისუფლებო და ამჟამად ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” დასრულების მიზნით არის შექმნილი. როზეტა ჟღამაია ამავე ორგანიზაციაში დირექტორის პოზიციასაც იკავებს. 

მედიის განვითარების ფონდის 2019 ანგარიშის თანახმად, For.ge, მასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდები და ჯგუფები, ასევე ორგანიზაცია “დავასრულოთ” ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის უკან დგანან. ამავეს ადასტურებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” 2020 წლის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშიც.   

აღსანიშნავია, რომ For.ge-ის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ამასთანავე, სხვა გამოცემებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ და ასევე, სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციები For.ge-სთან წლებია აფორმებენ კონტრაქტებს.

 

2010 წლის 18 ოქტომბერი - დღემდე - გამგეობის თავმჯდომარე: როზეტა ჯღამაია, გამგეობის წევრები:  გიორგი იაკობაშვილი, ბესარიონ გაბუნია

საბიუჯეტო ორგანიზაციები კონტრაქტებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით For.ge-სთან წლებია აფორმებენ. 2022 წელს სულ 12 396 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. რიგ შემთხვევაში, კონტრაქტები ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, სააგენტო For.ge-სთან დაკავშირებულ სხვა ფეისბუქ ჯგუფებსა  და გვერდებზე (For.ge, Yellow Faqts, Tbilisi news, თავისუფლება, პოეზია, Front news) გაზიარებასაც ითვალისწინებდა.

 

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
2023განახლდება
202212 396
202111 120
202012 160
201920 410

 

For.ge პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ხშირად არის ჩართული  სახელისუფლებო ნარატივის კოორდინირებულ გავრცელებაში, მათ შორის, ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილის, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ლონდა თოლორაის,  ხაზარაძე-ჯაფარიძის, კონფერენციის "დიდება უკრაინის" წინააღმდეგ, ასევე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის კამპანიებში. 2022 წელს For.ge სახელისუფლებო ექსპერტის, გოგა ხაინდრავას ტვიტერ პოსტებს, სხვა მედიებთან ერთად, კოორდინირებულად ავრცელებდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ For.ge ქართველი ტროლის,  ნიკოლოზ ღლონტის ინტერვიუს, როგორც რეალურ წყაროს იყენებდა

"მითების დეტექტორს" For.ge-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და მანიპულაციური მტკიცებებიც არაერთხელ გამოუვლენია. მათ შორის, კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციაც.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.