მედია პროფილები

თბილისი, იოსებიძის №49

mshoblebi.ge

ონლაინ მედია საშუალება www.mshoblebi.ge-ს  საკუთარ ვებზე ინფორმაცია დამფუძნებლების, მისიის შესახებ არ აქვს მითითებული, თუმცა საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნულია, რომ mshoblebi.ge „პალიტრა მედიის“ საიტია.

Mshoblebi.ge ვრცელდება ონლაინ ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით. მედია საშუალებას არაერთი რუბრიკა აქვს, მათ შორის  განათლება, ჯანმრთელობა, ფსიქოლოგია, სტილი, დედების სალონი და სხვა.  ფეისბუქ გვერდს ყავს 150724 გამომწერი, ტოპ.ჯის თანახმად კი ვებ-გვერდს თვეში 794 715 უნიკალური მომხმარებელი ყავს.  

ვებ-გვერდზე ინტერნეტ-რეკლამის განთავსება არის შესაძლებელი სარეკლამო კომპანია „ედვერთლაინის“ მეშვეობით. „ედვერთლაინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შპს „კვირის პალიტრაა“.

Mshoblebi.ge-ის გარდა მედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ მფლობელობაშია პალიტრა News სატელევიზიო და რადიო ლიცენზია, ასევე საინფორმაციო სააგენტოები  ინტერპრესნიუსი (IPN), ამბები.ge, bpn.ge, ონლაინ ტელევიზია palitratv.ge, სხვადასხვა სპორტული თუ ავტო გამოცემები, გაზეთი “კვირის პალიტრა”, სხვადასხვა ტაბლოიდური ჟურნალები, პრესის და წიგნების გავრცელების სააგენტო “ელვა სერვისი”, საგამომცემლო სახლი “ბიბლიუსი” და სხვა.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.