მედია პროფილები

კოსტავას ქ. 47/57, თბილისი

577 47 97 57

577 47 48 68

2 98 40 95

2 43 83 43

ინფო 9

საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" საჯარო რეესტრში შპს მეცხრე არხი ინფოს სახელწოდებით 2012 წლის 1 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100% წილის მფლობელი შპს მეცხრე არხი იყო, რომლის დირექტორი კახი ბექაური (კომუნიუკაციების კომისიის  ახალნადელი წევრი) 100% წილის მფლობელი კი შპს აქცეპტი იყო. აქცეპტის 20 % კახა კობიაშვილს, 80% კი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილს ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნოდათ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 2013 წლის 19 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ისა და ტელეკომპანია მეცხრე არხის დახურვის შესახებ განაცხადა. მეცხრე არხის გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის გადაწყვეტილებით, „მეცხრე არხმა“ მუშაობა იმავე საღამოს შეწყვიტა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-მ კი მუშაობა გააგრძელა.

მოგვიანებით, სააგენტოს ქონების განვადებით გადაცემის და მუშაობის გაგრძელების თხოვნით „ინფო 9“-ის მენეჯმენტმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მიმართა.  2013 წლის 11 სექტემბერს საჯარო რეესტრში ახალი კომპანია შპს ინფო 9 დარეგისტრისდა, რომლის წილებიც შპს მეცხრე არხი ინფოს იმდროინდელ დირექტორს - მანანა ელიაშვილს (30%), ტელეკომპანია მეცხრე არხის (შპს მეცხრე არხის) იმდროინდელ დირექტორს ლუბა ელიაშვილს (40%), თენგიზ ქირიასა (20%) და შალვა ჯოხაძეს (10%) ეკუთვნოდათ.  ივანიშვილის ოჯახმა ინფო 9-ის მენეჯმენტის თხოვნა გაითვალისწინა და მათ სააგენტოს  ბრენდის, სახელი - „ინფო 9“, ვებ-მისამართის და არქივით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ გადასცა.

ინფო 9-ის მფლობელემბმა ჯამში 150 000$ -ად საკუთარი წილები ბაია ცანავას 2014 წლის სექტემბერში მიჰყიდეს. მას მერე კომპანიის წილები არ შეცვლილა.

ბაია ცანავა ამ დრომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის 14 აგვისტოდან მუშაობს. ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე ის პარალელურად ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე პერიოდში ის 15 პროცენტიან წილს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში (IPN) ფლობდა.

2014 წლის 9 სექტემბერი - დღემდე - ბაია ცანავა -100%.

2013 წლის 11 სექტემბერი  - მანანა ელიაშვილი - 30%, ლუბა ელიაშვილი - 40%, თენგიზ ქირია - 20%, შალვა ჯოხაძე -10%.

2012 წლის 1 მაისი -  შპს მეცხრე არხი ინფო - შპს მეცხრე არხი - 100%- შპს აქცეპტი - 100% - კახა კობიაშვილი 20%, ეკატერინე ხვედელიძე 80%.

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
201770 334 ლარი  (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201634 083 ლარი
201566 286 ლარი

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.