საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი" საჯარო რეესტრში 2013 წელს დარეგისტრირდა. მისი (შპს აქცენტი) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გვანცა ფიფიაა.
2014 წლის აპრილში კი რეესტრში ახალი კომპანია შპს აქცენტი ჰოლდინგი დარეგისტრირდა, რომლის მფლობელებიც ანი თვალთვაძე (34%), გიგლა თუნიაშვილი (33%) და თამარ ქარსელაძე (33%) იყვნენ, ფიფია კი ამ კომპანიის დირექტორია. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის 100%-იან წილს ზურაბ კანდელაკი ფლობს. სწორედ ამ კომპანიის საშუალებით აფორმებდა საინფორმაციო სააგენტო აქცენტი ხელშეკრულებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებთან. 2015 წელს კომპანიამ ჯამში 45 520 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „ინტეგრაცია ინფორმირების გზით". პროექტით გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის შესახებ მასალების მომზადება 5 ენაზე, მათ შორის – აფხაზურად და ოსურად.