მედია პროფილები

თბილისი, დოლიძის ქ. 2, IV სართული

+995 32 332516

+995 32 335216

civil.ge

მედია-პორტალი Civil.Ge 2001 წლის ივლისში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გაეროს ასოციაციმ დააფუძნა. ვებ-პორტალი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

Civil.Ge ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემაა. პორტალის ინგლისურენოვანი ვერსია საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი. Civil.Ge-ს ხშირად ციტირებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.

2015 წლიდან Civil.Ge-ს ახალი ინგლისურენოვანი გამოცემა Clarion დაემატა, რომელიც ევროპის შესახებ თემებს აშუქებს.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.