მედია პროფილები

npa.ge
ონლაინ სააგენტო News Press Agency, იგივე npa.ge 2017 წლის 5 ივნისს დაფუძნდა. ვებ-გვერდი ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური, ტრანსფობიური, ქსენოფობიური მოწოდებების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს მგრძნობიარე თემებზე აპელირებით მანიპულაციურ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აწვდის, რაც პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ვებ გვერდის და მისი Facebook გვერდის ტექნიკურ მენეჯერია გიორგი დუნდუა.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.