მედია პროფილები

დავით აღმაშენებლის #23, თბილისი

(+995 32) 2 96 16 17

(+995 32) 2 14 74 23

NewsPress

საინფომაციო სააგენტოს ნიუსპრესი საჯარო რეესტრში შპს "ინფონიიუსის" სახელითაა რეგისტრირებული. ის ალექსანდრე ჩუბინიძემ 2012 წლის 5 იანვარს დაარეგისტრირა და დღემდე 100%-იანი წილი მას ეკუთვნის.

სააგენტოს ვებგვერდზე ხშირად ქვეყნდა "სპუტნიკ საქართველოზე" დაყრდნობით მომზადებული მასალზები. სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მედია პლატფორმაა. გარდა ამისა, ნიუსპოსტზე ხშირად ქვეყნდება გაზეთ "კვირის ქრონიკაზე" დაყრდნობით მასალები. "კვირის ქრონიკა" კი ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკის ატარებს და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

საინფორმაციო სააგენტო ნიუსპრესმა 2015 წელს 11 საჯარო უწყებასთან 23 371 ლარის ღორებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხლშეკრულების გამფორმებელ უწყებებს შორის იყვნენ:  აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საფინანსო ანალიტიკური სამსახური, თბილისის საკრებულო, საქაერონავიგაცია და საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში.

2012 წლის 5 იანვარი - დღემდე - ალექსანდრე ჩუბინიძე 100%

წელისაბიუჯეტო შემოსავლები
201747 315 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
201638 114 ლარი
201523 371 ლარი

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.