მედია პროფილები
ქართული აზრი
საინფორმაციო პორტალი შპს ,,ქართული აზრი” საჯარო რეესტრში 2017 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მამაცაშვილი.
ორგანიზაციის წესდებაში საქმიანობის მიზნად მითითებულია დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიული მედიასრუქტირების გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია და ინტერნეტ პოსრტალის ფუნქციონირება საქართველოში და მის გარეთ. ასევე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჟურნალისტური მონიტორნიგისა და ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება; საქართველოს და საზღვარგარეთ მოქმედ სახელმწიფოთშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, შემოქმედებით, კულტურულ და პროფესიულ ორგანიზაციებთან პროფესიული კონტაქტების დამყარება და ერთობლივი პროექტების რეალიზაცია.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.