მედია პროფილები

ანა პოლიტკოვსკაიას #16, თბილისი, 0186

(+ 995 32) 277 95 77; (+995 577) 65 19 09

Sazogadoeba.ge

ააიპ Sazogadoeba.ge არის საზოგადოებრივი პორტალი. იგი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიტყვა ქართულის“ პროექტს და მიზნად ისახავს ,,საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, განსხვავებული აზრისმოსმენის, კრიტიკის კულტურის დანერგვას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. ამასთან, ორგანიზაციის ვებ-ზე მითითებულია რომ პორტალი მუშაობს საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, რომელიც ქვეყნდება სარედაქციო ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალებთან ერთად.
 

Sazogadoeba.ge-ის დამფუძნებელი ორგანიზაცია ,,სიტყვა ქართული“ ს, რომლის დამფუძნებლები ფრიდონ ინჯია, რომანოზ რეხვიაშვილი, იაგო შიოლაშვილი არიან.  ფრიდონ ინჯია ამავდროულად ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ფრიდონ ინჯია ამჟამად არის შპს ,,ახალი ქსელების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საფეხბურთო კლუბ ,,მერანის“ პრეზიდენტია. აღსანიშნვია, რომ მის სახელზე ფიქსირდება პოლიტიკური შეწირულობები, 108 400 ლარის ოდენობით ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სასარგებლოდ.

2013 წლის 5 თებერვლიდან დღემდე: ორგანიზაციის თავჯდომარე ფრიდონ ინჯია, გამგეობის წევრები: რომანოზ რეხვიაშვილი, იაგო შიოლაშვილი არიან. 

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.