მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2023
წინამდებარე ანგარიში ქართული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2023 წლის მონაცემებს ასახავს. კვლევა, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) ყოველწლიურად ატარებს, კანონმდებლობის საფუძველზე სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის ანალიზს ეყრდნობა.
მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას, ასევე, ზოგ შემთხვევაში, სარედაქციო პოლიტიკის შეფასების მიზნით ცალკეული მედიების კონტენტ-ანალიზს ეყრდნობა.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; პირველ ნაწილში – მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ. კვლევის მეორე ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების – ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური – მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. კვლევის ბოლო ნაწილში მოცემულია ინფორმაცია სიძულვილის ენის და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის გამტარი იმ მედიების შესახებ, რომელთაც საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო მომსახურება დაუკვეთეს; ასევე იმ გამოცემების შესახებ, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და ხშირად ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებში კოორდინირებულად ერთვებიან.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)" ფარგლებში, რომელსაც დოიჩე ველე აკადემია მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ავტორები: ნინო გელაშვილი, მარიამ პატარიძე
რედაქტორები: თამარ კინწურაშვილი, მარიამ პატარიძე
დიაგრამები: მარიამ ცუცქირიძე
დიზაინი: ბესიკ დანელია, IBDESIGN
ფოტო გარეკანზე: Shutterstock, Michail Petrov
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2023
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ქართული მედია გარემოს ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს წლებია იკვლევს. წინამდებარე ანგარიში 2022 წლის მონაცემებს ასახავს და კანონმდებლობის საფუძველზე სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის ანალიზსს ეყრდნობა.
მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას, ასევე ზოგ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკის შეფასების მიზნით ცალკეული მედიების კონტენტ-ანალიზს ეყრდნობა.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; პირველ ნაწილში – მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ. კვლევის მეორე ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების – ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური – მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. კვლევის ბოლო ნაწილში მოცემულია ინფორმაცია სიძულვილის ენის და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის გამტარი იმ მედიების შესახებ, რომელთაც საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო მომსახურება დაუკვეთეს; ასევე იმ გამოცემების შესახებ, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და ხშირად ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამპანიებში კოორდინირებულად ერთვებიან.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)“ ფარგლებში, რომელსაც დოიჩე ველე აკადემია მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ავტორები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, არაბელა კორძახია
რედაქტორები: მარიამ პატარიძე, თამარ კინწურაშვილი
დიაგრამები: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2022
რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021
წინამდებარე კვლევა ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების 2021 წლის პრაქტიკას ასახავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო მონაცემებს, ასევე გარკვეულ შემთხვევებში საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას ეფუძნება. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; კვლევის ძირითად ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების - ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური - მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ. ბოლო ნაწილში კი იმ მედიების სარედაქციო პოლიტიკაა განხილული, რომელიც ზოგ შემთხვევაში ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ შინაარსს ატარებს, ზოგჯერ - სახელისუფლებოს და ოპონენტების მადისკრედიტირებელი კოორდინირებული კამპანიების შემადგენელია.
ავტორი: მარიამ პატარიძე
მკვლევარი: გიორგი რიჟვაძე
მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2020
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2020 წლის მონაცემებს ასახავს. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახდენს საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე, ან როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებათ. ბოლო ნაწილი კი ანტიდასავლურ, დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის გამავრცელებელ მედიებთან საბიუჯეტო კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკას ეთმობა, მათ შორის განხილულია ანტივაქსერული შინაარსის ცალკეული მაგალითები.
ავტორი:
მარიამ პატარიძე, ანი ქისტაური
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - 2020
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2019
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ასახავს. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებათ; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებათ.
ავტორი:
მარიამ პატარიძე
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2019
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა-2018
მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს, რომელიც ფინანსურ მედია გარემოს - მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის მიმოიხილავს.
ანგარიში დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ სხვა ცნობებს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ანგარიში ცალკეულ შემთხვევებში მედიის შინაარსობრივ ანალიზსაც მოიცავს. შერჩევა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა და მიზნად ისახავდა გაერკვია, თუ რა სახის მედია შინაარსის დაფინანსება ხდებოდა ბიუჯის ხარჯზე.
ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელთა დეკლარირება მაუწყებლებს კანონმდებლობის საფუძველზე ევალებთა; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა.
ავტორი:
მარიამ პატარიძე
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა-2018
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017, საბოლოო ანგარიში
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური გარემოს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.
კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს, ასევე ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე განხორციელდა მედია შინაარსის თვისობრივი ანალიზი.
ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, ასევე მაუწყებელთა შემოსავლების შესახებ ის მონაცემები, რომლებიც ამ მომენტისთვის საჯაროა; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს; მე-3 ნაწილში კი მიმოხილულია, თუ რამდენად ითვალისწინებს საბიუჯეტო კონტრაქტები სხვადასხვა მედიუმის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ასევე რამდენად იცავს თავად მედია მაღალპროფესიულ სტანდარტს, რომელიც დაფინანსებული შინაარსის სარედაქციო მასალებისგან მკვეთრად გამიჯვნას ითვალისწინებს; ბოლო მე-4 ნაწილში კი მოცემულია, მაგალითები, თუ რამდენად იცავდნენ ცალკეული მედიები სარეკლამო მასალის სარედაქციოსგან გამიჯვნის სტანდარტს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში.
ავტორი: მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017, საბოლოო ანგარიში
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა by Media Development Foundation on Scribd
წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო 2017
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.
ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას შეეხება; მე-3 ნაწილი ასახავს საბიუჯეტო კონტრაქტებს იმ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენენ; ხოლო ბოლო მე-4 ნაწილი რეგიონულ ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილებას შეეხება.
ავტორები: მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების შესწავლას და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.
პირველი ნაწილი მაუწყებლების მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს ასახავს, მეორეში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედია საშულაბებთან კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკაა მიმოხილული. ცალკე არის გამოყოფილი ის მედია საშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ.
ანგარიში 2016 წლის პერიოდს ასახავს.
რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა
წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევე მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკასაც და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე რბილი ცენზურის გამოვლინების ფორმებს. შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც როგორც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, ასევე კანონმდებლობის დაცვას და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფინანსებული მასალების გამოყენებას შეეხება. რეკომენდაციების შემუშავებისას ასევე გათვალისწინებულია მსოფლიოს გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაციის (WAN-IFRA) მიერ რბილ ცენზურასთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები.