2013 წლის 29 აგვისტო - დღემდე გოჩა მირცხულავა 50 %, თეიმურაზი ჭუმბურიძე 50%
მედია პროფილები
GHN
საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი (GHN), რომლის მისი დამფუძნებელი შპს „ჯეოჰოტნიუსია“, 2005 წელს დაფუძნდა. 2013 წლის აგვისტოდან სააგენტოში წილებს გოჩა მირცხულავა (50%) და თეიმურაზ ჭუმბურიძე (50%) ფლობენ.
2015 წელს საბიუჯეტო კონტრაქტებიდან GHN-ს 32 578 ლარი აქვს მიღებული.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 23 857 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
2016 | 42 137 ლარი |
2015 | 32 578 ლარი |
სააგენტო დაფინანსებულ მასალებს სარედაქციო მასალებისგან არ მიჯნავს.
MDF-ის კვლევა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის, 2015
- დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედია საშუალებები უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებენ. ასეთი კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ. რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.