ნიუსი 5 ლარად

8 აგვისტო, 2016 | ფინანსური გამჭვირვალობა

ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების მონიტორინგის საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ერთგვარი ტენდენცია გამოვლინდა. საბიუჯეტო ორგანიზაციები - სამინისტროები, საკრებულოები თუ სსიპები - იხდიან ფულს და სანაცვლოდ ამა თუ იმ საინფორმაციო სააგენტოში სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ. საინფორმაციო სააგენტოები ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი მითითების გარეშე ანთავსებენ ინფორმაციას და მკითხველს საშუალება არ აქვს, გაარკვიოს სარედაქციო მასალას კითხულობს თუ დაინტერესებული მხარის - საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ შინაარსს.

ამ პრაქტიკის გარდა, 2015-2016 წლებში საინფორმაციო სააგენტოებსა და საბიჯუეტო ორგანიაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმა გაჩნდა - შუამავალი. შუამავალი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებთან აფორმებს ხელშეკრულებას და იღებს ვალდებულებას სხვადასხვა სააგენტოში განათავსოს ინფორმაცია. შესყიდვების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში განთავსებული ხელშეკრულებები (მცირედი გამონაკლისის გარდა) არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას, თუ სად ახდენენ შუამავალი კომპანიები მასალების განთავსებას. ერთ-ერთი ასეთი ახალი კომპანია საინფორმაციო სააგენტო „პიასთან“ დაკავშირებული კომპანია „კლიპ-არტია“.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, კლიპ არტმა 2016 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებთან 24 755 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. ის თანამშრომლობს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცინიერო ფონდთან, კრწანისის რაიონის გამგეობასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან, საბურთალოს გამგეობასთან და სს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან. ხელშეკრულებების ნაწილში არ არის დაკონკრეტებული რომელ საინფორმაციო სააგენტოებში უნდა განთავსდეს დამკვეთის მასალები.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან 4 900 ლარად გაფორმებული ხელშეკრულებით 11 თვის განმავლობაში სარეკლამო-საინფორმაციო მომსახურება Pia.ge, Reportiori.ge, Kvira.ge, For.ge, Primetimenews.ge, Daijesti.ge ულიმიტო რაოდენობით უნდა განხროციელდეს. ამავე თანხაშია გათვალისიწნებული თვეში 2-2 კადრსინქრონის მომზადება.

სს ენერგეტიკის განვითარების ფონდის შემთხვევაში კი, ჯამში 5 000 ლარად, 5 თვის განმავლობაში Pia-ზე, PrimeTimeNews-ზე, Reportiori.ge-ზე, Kvira.ge-ზე, For.ge-ზე, Frontnews.ge-ზე, Accent.com.ge-ზე, Daijesti.ge-ზე, Epn.ge-სა და Economic.ge-ზე თვეში 10-10, Info 9-ზე კი 5 ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა აქვს. ამავე თანხაშია გათვალისიწნებული სტატიების განთავსება გაზეთებში: ახალი თაობა (თვეში 2 გვერდი), ვერსია (თვეში 2 გვერდი), პრაიმ თაიმი (1 გვერდი), ბანკები და ფინანსები (თვეში 2 გვერდი). ანუ ჯამში ენერგეტიკის განვითარების ფონდი გაზეთებში 5 000 ლარად საინფორმაციო სააგენტოებში 525 ინფორმაციას და 35 გვ მასალას ანთავსებს.

სააგენტოინფორმაცია თვის განმავლობაშითვეების რაოდენობაჯამი
Pia10550
Info 95525
PrimeTimeNews10550
Reportiori.ge10550
Kvira.ge10550
Frontnews.ge10550
Accent.com.ge10550
Daijesti.ge10550
Epn.ge10550
Economics.ge10550
  ჯამი525


რადმენიმე დღეა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „კლიპ-არტის“ ახალი შეთავაზების შესახებ გახდა ცნობილი. ის პოტენციურ დამკვეთებს, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, 100 ახალი ამბის გავრცელბას 500 ლარად (ცალი 5 ლარი), ან 225 ახალი ამბის 900 ლარად (ცალი 4 ლარი) სთავაზობს. სააგენტოს აქვს ე.წ. სტანდარტული პაკეტი, რომლის ფასიც 295 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. ფასი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სააგენტოს მომსახურებები შედის პაკეტში.

სააგენტოს რაოდენობაპრესრელიზის რაოდენობაჯამში პრესრელიზებითანხა   საშუალოდ 1 პრესრელიზის ღირებულება
310302959,83
3154548510,78
31545196043,56
3206089514,92
32060248041,33
32472295040,97


ვებ-გვერდის თანახმად, მედია სააგენტო „კლიპ-არტს“ 40-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის არიან: ტელეკომპანიები - იმედი, მაესტრო და კავკასია; ონლაინმედია - IPN, PIA, Info 9, Commersant.ge, Newspress, Newposts, Gurianews.ge, Accent.com.ge, Ipress.ge და ა.შ. ბეჭდური მედიიდან - კვირის პალიტრა, ალია, რეზონანსი, ახალი თაობა, ქრონიკა + და ა.შ.