2011 წლის 10 ივნისი - დღემდე ლაშა ნადარეიშვილი 100%
2011 წლის 27 მაისი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაზეთი ასავალ დასავალი 100%
1996 წლის 16 სექტემბერი - ლაშა ნადარეიშვილი 100%
მედია პროფილები
გაზეთი "ასავალ-დასავალი"
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ 1992 წლის 3 მარტს დაარსდა და ყოველ ორშაბათს გამოდის. გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი და რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, ნადარეიშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც ფლობს წილს - ყველა მთგანი „ასავალ-დასავალის“ გამოქვეყნებასთან არის დაკავშირებული. ნადარეიშვილი ასევე ფლობს შპს „საქართველოს დეპეშათა სააგენტოს“ და საქართველოს პრესის ასოციაციის გამგეობის წევრია.
გაზეთი სიძულვილის ენით გამოირჩევა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ლგბტ ჯგუფების, ასევე განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ჯგუფების, კერძოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ღიად დეკლარირებული ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გარდა, გამოცემა ანტიდასავლურ განწყობებსაც აღვივებს. გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნო-ნაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი ღიად პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია.
2016 წელს „ასავალ-დასავალი“ ყველაზე ჰომოფობიური გამოცემა იყო, სადაც ჟურნალისტების 70 ჰომოფობიური, ხოლო რესპონდენტების 90 კომენტარი დაიბეჭდა, საერთო ჯამში კი 101 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები | ტირაჟი |
2015 | 2 500 ლარი |
გაზეთი სიძულვილის ენით გამოირჩევა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ლგბტ ჯგუფების, ასევე განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ჯგუფების, კერძოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ღიად დეკლარირებული ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გარდა, გამოცემა ანტიდასავლურ განწყობებსაც აღვივებს. გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნო-ნაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი ღიად პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია.
ყოველ ორშაბათს, 11:30სთ-ზე ეთერში მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გადაცემა „ასავალ-დასავალის საათი“ გადის.
2016 წელს „ასავალ-დასავალი“ ყველაზე ჰომოფობიური გამოცემა იყო, სადაც ჟურნალისტების 70 ჰომოფობიური, ხოლო რესპონდენტების 90 კომენტარი დაიბეჭდა, საერთო ჯამში კი 101 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი.
MDF-ის კვლევა: ანტიდასავლური განწყობები, 2014-2015
MDF-ის კვლევა: სიძულვილის ენა და ქსენოფობია, 2014-2015
MDF-ის კვლევა: ჰომოფობია და გენდერული იდენტობა, 2014-2015
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.